თეგი: ვიზალიბერალიზაცია
ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა
ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. განახლებული რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა. ამასთან, 28 მარტიდან რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz air-ი ასრულებს.
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კოსოვოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კოსოვოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ Twitter-ზე დაწერა. „ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ კომპრომისულ ტექსტზე კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ვიდრე ევროკავშირის საბჭო საკითხს საბოლოოდ დაამტკიცებს“, - წერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგულაციის პროექტი ითვალისწინებს, რომ კოსოვოს პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრება 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში. ეს რეჟიმი ამოქმედდება ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის პირველი იანვრისა. ჯერ კიდევ 2016 წელს ევროკავშირმა მიიღო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, შეეცვალა იმ სახელმწიფოების მოქალაქეების საზღვრის გავლის პროცედურა, რომლებსაც აქვთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება. 2018 წელს ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ადგენს პარამეტრებს ახალი სისტემისთვის, სახელწოდებით ETIAS. რეგულაციის ტექსტი ახლა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა.
ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა, ნათქვამია ევროკავშირის ინსტიტუტის განცხადებაში. შედეგად, კოსოვოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, იმოგზაურონ ევროკავშირში, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებს - კოსოვოში ვიზის მოთხოვნის გარეშე, 90 დღემდე პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“. უვიზო რეჟიმი ძალაში შევა მაშინვე, როგორც კი ამოქმედდება ევროკავშირის ახალი ელექტრონული სამოგზაურო სისტემა და არაუგვიანეს 2024 წლისა. „გადაწყვეტილება კოსოვოს ხალხს საშუალებას აძლევს, ადვილად იმოგზაურონ, მოინახულონ ნათესავები და აკეთონ ბიზნესი ევროკავშირში“, - განაცხადა საკითხის მომხსენებელმა, ნიდერლანდელმა კანონმდებელმა ტიის როუტენმა.
კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩალის ფასი აქვს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, 25 აპრილს მიიღეს, „ჩალის ფასი აქვს.“ „რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ისეთი ჩალის ფასი აქვს, როგორც ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი, არათუ ასეთ შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პირიქით, უნდა ზრუნავდნენ ამერიკაში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაც შანტაჟის ენით ესაუბროს ქართველ ხალს. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს და ახლაც ძალიან კარგად ჩანს,“ - აღნიშნა კობახიძემ. ის ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობენ. „ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს, ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩააფინონ, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს, „ჩალაძის“ ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიმართლეა მთავარი,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
იოზვიაკი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და ყველაერი განიხილება. რიკარდ იოზვიაკი ასევე იუწყება, რომ 7 მაისს ბრიუსელში ელჩების დონეზე გაიმართა დისკუსია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ე.წ. უცხოური „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს უკავშირდება. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, 27-დან 26 წევრმა შეშფოთება გამოხატა, - გამონაკლისი იყო უნგრეთი. „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს - 83 ხმით, მეორე მოსმენით კი - პირველ მაისს - ასევე 83 ხმით. დარჩენილია მესამე, ფინალური მოსმენა. შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი
ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს
ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ავრცელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს „ისტორიული გადაწყვეტილებებისთვის“ მადლობა გადაუხადა. „მივესალმებით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს, ევროპული ფონდის ფარგლებში სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოყოფისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არარატ მირზოიანმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა. არარატ მირზოიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს „სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა. ევროკავშირი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა ბოლო თვეებში, რუსეთთან სწრაფად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, დასავლეთის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას ჩქარობდა. სომეხი ოფიციალური პირები მოსკოვს ადანაშაულებენ მეზობელი და დიდი ხნის კონკურენტი აზერბაიჯანისგან მის ვერდაცვაში.
ევროკავშირი და სომხეთი ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგს იწყებენ
9 სექტემბერს, ერევანში, ევროკომისიამ და სომხეთის რესპუბლიკამ ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ დიალოგი ევროკავშირ-სომხეთის ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებების წარმატებულ განხორციელებას ეფუძნება, რამაც მრავალი სომეხი მოქალაქისთვის 2014 წლის პირველი იანვრიდან, მოგზაურობის პროცედურები გაამარტივა. ამჟამად, ევროკავშირის ყველა მოქალაქე სომხეთში შესვლისას ვიზის მოთხოვნისაგან თავისუფლდება. ევროკომისიის განმარტებით, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს. ეს პროცესი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს - პროგრესისა და მოვლენების მკაცრი მონიტორინგისთვის. „ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყება არის ჩვენი ერთგულების აშკარა დემონსტრირება სომხეთთან მობილურობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისადმი. ეს წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი საერთო მიზნებისკენ, რაც გულისხმობს სომხეთისა და ევროკავშირის ხალხის დაახლოებას, ასევე, სომხეთის ძალისხმევის აღიარებას ევროკავშირთან კავშირებისა და საერთო ღირებულებების განმტკიცების მიმართულებით,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპის მშვიდობის ფონდის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ სომხეთის რესპუბლიკას, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ," განაცხადა თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით გრძელდება დისკუსიები სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. „აუცილებელია, ამ თემას დეტალურად და სრულყოფილად მივუდგეთ. აქ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების რჩევების მოსმენა," - აღნიშნა ფაშინიანმა. ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დაწყება მოჰყვა რამდენიმე ინიციატივას, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას. 2024 წლის აპრილში, ევროკომისიამ წარმოადგინა 270 მილიონი ევროს მოცულობის გეგმა (2024-2027 წლებისთვის) სომხეთისთვის, რომელიც სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაზრდას ისახავს მიზნად. შეგახსენებთ, 2024 წლის 22 ივლისს საგარეო საქმეთა საბჭო მიესალმა კომისიის განზრახვას, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი სომხეთთან.