„ევროკავშირი საქართველოზე მკაცრ ტონს იყენებს, მაგრამ რბილად მოქმედებს, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი და წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, თუმცა ევროკომისიამ თბილისს წერილობით აცნობა, რომ თუ კონკრეტული პირობები აგვისტოს ბოლომდე არ შესრულდება, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს.“
სტატიაში იოზვიაკი ასაჯაროებს მისივე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო, იტალიის ხელმძღვანელობით, ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლის შეჩერების ინიციატივას იმ არგუმენტით, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებდა და, შესაბამისად, იქნებოდა არაპროპორციული.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი განმარტავდა წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება. საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე.
კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშშია მოცემული. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს.
ცნობისთვის, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად, ევრიკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო.