თეგი: ზბიგნევ რაუ
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მისალოც მიმართვებს უგზავნიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ, მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშროლობა აკავშირებთ, რომელიც მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის განხილვას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მისალოც წერილში. თავის მიმართვაში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი წერს, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებულია ყველა მიმართულებით. „საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს ნიკოს დენდიასი. „გულთბილი მილოცვა ლატვიისგან საქართველოს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს“, - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, ქართველ კოლეგას, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ულოცავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ტეოდორა გენჩოვსკაც. თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის, ყოველთვის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ვითარდებოდა. ბულგარელი კოლეგა დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.ილია დარჩიაშვილს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამირ აბდოლაჰიანიც. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
პოლონეთის პრემიერი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს უკრაინის რამდენიმე წელიწადში მისაღებად
პოლონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს უკრაინის რამდენიმე წელიწადში მისაღებად. ზბიგნევ რაუმ ეს განცხადება პრაღაში მიმდინარე ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული ფასეულობებისადმი ყველაზე თავდადებული ქვეყნის ტიტული მოეპოვებინა“. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
ზბიგნევ რაუს თქმით, NATO უპასუხებს რუსეთს, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ პოლონურ რადიო RMF FM-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO უპასუხებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო ბირთვულ თავდასხმას. მისი თქმით, NATO-მ შესაძლოა, რუსეთის ძალებს თვითმფრინავებით და რაკეტებით დაარტყას, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს კითხვას, შევიდოდნენ თუ არა NATO-ს ჯარები უკრაინაში, რაუმ უპასუხა, რომ ეს არ არის გამორიცხული. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს
კულება: უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ზბიგნევ რაუმ „სარაკეტო ინციდენტთან“ დაკავშირებული გამოძიების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მისივე თანახმად, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ. „უკრაინა და პოლონეთი კონსტრუქციულად და ღიად ითანამშრომლებენ რუსული სარაკეტო ტერორით გამოწვეულ ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენი ექსპერტები უკვე იმყოფებიან პოლონეთში“, - განაცხადა კულებამ. ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას „სარაკეტო ინციდენტის“ შესახებ სრულ ინფორმაციას უზიარებს 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“. უკრაინა მოითხოვს, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან МГИМО-ს კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს - მინისტრი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, დეკომუნიზაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებითა და ლუსტრაციის კანონის შედეგად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. მისი თქმით, ეს უნივერსიტეტი „იყო ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის საქმიანობაში“ და „საბჭოთა რბილი ძალის ნაწილი“. „კურსდამთავრებულები უნდა ემსახურებოდნენ ამ იმპერიის საქმეს. МГИМО-ს კურსდამთავრებულების საშუალებით, საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსეთის ხელისუფლებას თავიანთი ინტერესების რეალიზება სურდა. კომუნიზმი არ ყოფილა ლოკალური მოვლენა და ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სპეცსამსახურებით. ეს იყო ტოტალური სისტემა, ამიტომ, მთავრობა იყო სამი ტიპის: პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური და ყველაფერი კონტროლდება სამსახურების მიერ. ამიტომ, გაჩნდა დეკომუნიზაციის საჭიროება“, - განაცხადა ზბიგნევ რაუმ.
საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია
პოლონეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ზბიგნევ რაუ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზბიგნევ რაუ ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს. პოლონური მხარის ცნობით, თბილისში გამართული მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მალგოჟატა კოსიურა-კაზიმერსკა, მინისტრის აპარატის უფროსი ელჟბეტა ბოხენსკა, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ.
ზბიგნევ რაუ: პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა
პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა, ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა. ზბიგნევ რაუმ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლონეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მინდა, დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის საქართველოში და მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობის გაწევისთვის. საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში. სიმპათია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის“, – განაცხადა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანის თანახმად. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადება პოლონურ ენაზე გააკეთა. საგარეო უწყებას განცხადების თარგმანი ჯერ არ გაუვრცელებია.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს წევრობა ევროპისთვის შანსია და არა საფრთხე
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე, –ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში ინტენსიური დიპლომატიური და პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. "მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესშიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის, ნატო-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან. ცოტა ხნის წინ, საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში," - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით. საგარეო უწყებაში რაუმ განცხადება პოლონურ ენაზე გააკეთ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან. „ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივად ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან,“ - განაცხადა ზბიგნევ რაუმ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, რუსეთის ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები