პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ პოლონურ რადიო RMF FM-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO უპასუხებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო ბირთვულ თავდასხმას.
მისი თქმით, NATO-მ შესაძლოა, რუსეთის ძალებს თვითმფრინავებით და რაკეტებით დაარტყას, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
კითხვას, შევიდოდნენ თუ არა NATO-ს ჯარები უკრაინაში, რაუმ უპასუხა, რომ ეს არ არის გამორიცხული.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.