თეგი: ზემო ლარსი
რუსეთში დაასახელეს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს
საქართველოს საზღვარზე რუსული საგუშაგო „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობის მიზეზი განმარტა მისი თქმით, ეს 23,3%-ით მეტია გასულ საანგარიშო კვირასთან შედარებით, იტყობინება TASS. რამდენი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში, თომაევმა არ დააკონკრეტა. „ქვეყანაში ჩვენი რესპუბლიკის გავლით განხორციელებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მიმართულებით, სამგზავრო ავტოტრანსპორტის ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა. დღეს „ზემო ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტთან დგას 3,5 ათასამდე მანქანაა, რომლებშიც ძირითადად იმ ასაკის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან. გარდა ამისა, ყაბარდო-ბალყანეთის რესპუბლიკასა და ინგუშეთის რესპუბლიკასთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე 800-მდე მანქანაა დაგროვილი. რესპუბლიკის გზებზე ტრანზიტული მანქანების საერთო რაოდენობა 4 891-ია, მათ შორის 1 391 მძიმე და 3,5 ათასი მსუბუქი სატვირთო მანქანა“, - განაცხადა ტომაევმა. როგორც ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის პრესსამსახურში აზუსტებენ, „საბაჟო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“. მანამდე, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობა დაადასტურა, თუმცა ბლოკპოსტის გახსნის გეგმა უარყო.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს
რუსული მედია, საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის განთავსების შეახებ იუწყება. რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მონაწილეობით შეხვედრა შედგა. „უახლოეს მომავალში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი, სამხედრო კომისარიატი, განთავსდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. ვახტანგ გომელაური: ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რიგებია.
ჯუანშერ ბურჭულაძე: „ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია
„ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლაზე დასმულ კითხვას, არის თუ არა ეს ქვეყნისთვის საფრთხე, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ თეორიული რისკი ყოველთვის არსებობს. „ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკი ყოველთვის იყო. თუ რისკის ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია
რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს ekhokavkaza სერგეი მენიაილოს კომენტარს, კრემლის მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მენიაილომ Solovyov Live-ის ეთერში განაცხადა, ასევე გაიხსნება დროებითი განსახლების ცენტრები მოქალაქეებისთვის. „ახლა ვითარება ფასდება და, დიდი ალბათობით, გადავწყვეტ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას [გამშვებ პუნქტზე], იქ დროებითი განსახლების ცენტრი უნდა განვათავსო, რადგან იქ ქალები და ბავშვები არიან”, - თქვა მენიაილომ. ამასთან, რუსული მედია, საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის განთავსების შეახებ იუწყება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ ჩაკეტეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა განმარტება, თუ რატომ არ ჩაკეტეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი. მისი თქმით, საზღვრის ჩაკეტვა, პირველ რიგში რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესს დააზიანებს. ჯუანშერ ბურჭულაძე: „ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია „რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ - აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს,“- განაცახადა კობახიძემ. ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია კობახიძის თქმით, „ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება და ვითარება კონტროლქვეშაა". „სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებელი არიან ვითარების კონტროლზე და ახლა ვითარება თავიდან ბოლომდე კონტროლქვეშაა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს. ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული", - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
რუსული მედია: ზემო ლარსზე, მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს, გაწვევის უწყებებს ურიგებენ
ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. ამის შესახებ კრემლის კონტროლირებად მედიას ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურისა და მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს. რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს ზემო ლარსზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის სამობილიზაციო პუნქტის განლაგების გეგმის შესახებ, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილებით შესვლა აიკრძალა
ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ რესპუბლიკაში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმის“ შემოღების შესახებ, განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლიც თანახმადაც რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებს ჩრდილოეთ ოსეთში შესვლა ეკრძალებათ. განკარგულების მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს. ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს ამასთან, განკარგულება ასევე საქართველოს საზღვართან, მასობრივი თავშეყრის ადგილებში კვების, გათბობისა და დასვენების პუნქტების მოწყობას ითვალისწინებს. გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. რა ვითარებაა ლარსთან - შსს განცხადებას ავრცელებს 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.