თეგი: ზვავი
ავსტრიაში ზვავის გამო 8 ადამიანი დაიღუპა
ავსტრიაში, ტიროლში, 2 დღის განმავლობაში, ზვავის გამო, 8 ადამიანი დაიღუპა. სულ, 2 დღეში 3 ზვავი ჩამოწვა. მიზეზი ტემპერატურის მოულოდნელი მატებაა, რამაც თოვლის მასის მოწყვეტა გამოიწვია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. იქამდე, კიდევ ერთ ზვავს 42 წლის ავსტრიელი მოთხილამურე და გიდი, ასევე, მასთან ერთად მყოფი 4 შვედი დამსვენებელი ემსხვერპლა. ამავე ჯგუფის ერთმა შვედმა წევრმა, სამაშველო სამსახურის გამოძახება შეძლო და გადარჩა.
იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა
მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა კვირას, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მყინვარის ყინულის ნაჭრის ჩამოვარდნის შედეგად. ყინულის მასა ათზე მეტ ლაშქრობის ჯგუფს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.
იტალიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ
იტალიაში, ალპებში ზვავის ჩამოწოლის ადგილზე სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა 4 ივლისის დილის მდგომარეობით ექვსი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. მათგან ოთხი უკვე იდენტიფიცირებულია - ეს არის იტალიის სამი და ჩეხეთის ერთი მოქალაქე. დაღუპილი კაცისა და ქალის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. დაკარგულებს შორის არიან იტალიელები, გერმანელები, ჩეხები და რუმინელები. დაშავდა ცხრა ადამიანი, დაშავებულებს შორის იყვნენ გიდები, რომლებიც მყინვარწვერამდე მიმავალ ორ ჯგუფს მიჰყავდათ. ცნობისათვის, 4 ივლისს ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.
იტალიაში მაშველებმა ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს
იტალიელმა მაშველებმა, ალპებში, მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაღუპული ბოლო მთამსვლელის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Ansa იუწყება. იტალიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა დღეს ნაპოვნი მთამსვლელის ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ყველა გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. „ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსმა. შვიდი დაშავებული მთამსვლელი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. ცნობისათვის, 4 ივლისს ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.
შაბათ-კვირას ზვავს ავსტრიასა და შვეიცარიაში 10 ადამიანი ემსხვერპლა
ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებში გასულ კვირას რამდენიმე ზვავს ათი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სხვადასხვა სათხილამურო კურორტზე, ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან არიან ტურისტები. ავსტრიის პოლიციამ კვირას გამოაცხადა ხუთი დაღუპვის შესახებ, მათ შორის 59 წლის კაცის, რომელიც ტიროლის დასავლეთ რეგიონში თოვლის საწმენდს იყენებდა. მათ ასევე იპოვეს სათხილამურო გიდის ცხედრები სანქტ ანტონ ამ არლბერგში და 62 წლის კაცი, რომელიც თხილამურებით სრიალებდა ჰოჰე აიფნერის მწვერვალზე. შაბათს, 17 წლის ახალი ზელანდიელი, 32 წლის ჩინეთის მოქალაქე და 50 წლამდე გერმანელი ზვავის შედეგად დაიღუპნენ. შვეიცარიაში 56 წლის ქალი და 52 წლის კაცი ასევე დაიღუპა შაბათს დილით სამხრეთ-აღმოსავლეთ კანტონ გრაუბუენდენში. შვეიცარიის პოლიციამ განაცხადა, რომ მათი ჯგუფის მესამე წევრმა უვნებლად გაქცევა მოახერხა. ორივე ქვეყანაში ზვავები ხშირია. ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, მხოლოდ შაბათს ტიროლის რეგიონში 30 ზვავი დაფიქსირდა.
ტაჯიკეთში ზვავის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
ტაჯიკეთის აღმოსავლეთ ნაწილში ზვავს 15 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ზვავი ჩამოწვა ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, რომელიც ჩინეთსა და ავღანეთს ესაზღვრება. ამასთან, ზვავსაშიში ზონიდან 400-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
ცაგერში მეწყერში მოყოლილი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ცაგერში მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს მეწყერში მოყოლილი კაცი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. სამძებრო სამუშო 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა. სოფლების 200-მდე მკვიდრი გარესამყაროს მოწყდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
საფრანგეთის ალპებში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის ალპებში ზვავი ჩამოწვა. შედეგად 6 მოთხილამურე, მათ შორის 2 გიდი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მონბლანთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 1 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, 8 ადამიანი კი მეწყრის ჩამოწოლის ზონიდან უვნებელი გაიყვანეს.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (სოფ. ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე საავტომობილო გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ბაკურიანში, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთვება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა. „არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი,“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასიდან ამოიყვანეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს. „სამუშაოებში ჩართული იყო 200-ამდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.