თეგი: თენგიზ ფხალაძე
რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა
რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, ეს თემა განიხილა Europetime-თან ინტერვიუში ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ. ექსპერტი პუტინის ნაბიჯის უკან შანტაჟს ხედავს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ ვიღაც მიიღებს გადაწყვეტილებას და ყველაფერი 5 წუთში ამოქმედდება. თენგიზ ფხალაძის განმარტებით, ამისთვის შესაბამისი ტექნიკა უნდა მოვიდეს მზადყოფნაში. დეტექცია, წინასწარ შეცნობა რომ ეს საფრთხე მზადდება, შესაძლებელია წინასწარ ეტაპზე, დღეს კი, ასეთი ნიშნები არ ჩანს. რაც შეეხება პოლიტკურ კონტექსტს, ის მიიჩნევს: „მეორე საკითხია პოლიტიკური კონტექსტი და მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ კონტექსტში ბირთვული იარაღი რომ იყოს გადამწყვეტი (მაგალითად, გვსმენია, რომ მას ბირთვული იარაღი აქვს და გააკეთებს...), რუსეთი უკვე მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა, რადგან მას უკვე აქვს ბირთვული იარაღი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ ბირთვული იარაღის გამოყენებას აქვს თავისი ლიმიტი, ვგულისხმობ პოლიტიკურ კონტექსტს, ამიტომაც ვერ დაიპყრო რუსეთმა მთელი მსოფლიო და ზოგადად, ასეთი მიმართულებით, საერთაშორისო პოლიტიკა არ მიდის“, - მიიჩნევს თენგიხ ფხალაძე. ექსპერტის თქმით, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კომპლექსურ საკითხს მოიცავს. სჭირდება ელიტის თანხმობა და სხვა. „თუკი ასეთი საკითხი თეორიულად მაინც მსჯელობის საგანი გახდა, არ მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ, პუტინს საფლავში ჩაჰყვნენ, იმიტომ, რომ ეს იქნება სრულიად შეურაცხადი ადამიანის გადაწყვეტილება, ნებისმიერი შერაცხადი ადამიანი იტყვის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას, (რაც არ უნდა მცირე, გამაფრთხილებელი მასშტაბები იყოს) მოჰყვება დამანგრეველი შედეგი ამ გადაწყვეტილების მიმღებისთვის, ისეთი დამანგრეველი შედეგი, რომ ვერასოდეს გასწორდება წელში მისი პოლიტიკური რეჟიმი, პასუხისმგებელი პირები“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სათუოდ მიაჩნია. „პუტინს „უკან დასახევი“ გზა აქვს“ „ხშირად ისმის ხოლმე, რომ პუტინს, უფრო სწორედ რუსეთს „უკან დასახევი გზა“ არ აქვს, პუტინს თუ თავისი პირადი ეგო ახრჩობს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უკან დასახევი გზა როგორ არ აქვს?! რუსეთს ტერიტორიას არავინ ედავება, ეუბნებიან, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიებიდან გაიყვანე შენი ჯარები და მოიქეცი ისე, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი ითხოვს. დააკვირდით იმასაც, რომ ოლიგარქებისგან წამოვიდა პირველი გამოხმაურებები, იმიტომ, რომ მილიონებს კარგავენ, პუტინის რეჟიმი ხო ამაზე დგას?! ამ ხალხმა თუ ფული დაკარგა, ისინი მხარს პუტინს აღარ დაუჭერენ“, - აღნიშნავს ექსპერტი. თენგიზ ფხალაძე უკრაინის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერაზე მიუთითებს, ამის პარალელურად, სანქციების შედეგად რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს უსვამს ხაზს. „წარმოიდგინეთ, ისტორიას არ ახსოვს, შვეიცარიამ დაარღვია ნეიტრალიტეტი და სანქციებში ჩაერთო. თავად ის ფაქტი, რომ უკრაინაში მხოლოდ უკრაინელები არ იბრძვიან, ესეც დიდ საერთაშორისო სოლიდარობაზე მეტყველებს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. შეგიძლიათ თუ არა დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, 3 მარტს, NBC-ის ამ შეკითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან. ცნობისთვის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ დრაიანმა 24 თებერვალს განაცხადა: როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, მან უნდა იცოდეს, რომ NATO ბირთვული ალიანსია. ჟან ივ დრაიანმა აქვე გამორიცხა NATO-ს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის დასაცავად. „ყველა „ვინც შეეცდება რუსეთის შეფერხებას“, დაინახავს შედეგებს: „ასეთი თქვენს ისტორიაში არასოდეს გინახავთ“, პუტინის ეს განცხადება აღიქვა ფრანგმა მინისტრმა „ბირთვულ მუქარად“. ასევე წაიკითხეთ: პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი
თენგიზ ფხალაძე: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფუნქცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის
ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევრის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ ფონზე ექსპერტი საქართველოს გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ თემაზე ექსპერტმა Europetime-თან ისაუბრა. შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „საქართველო უნდა იყოს ძალიან აქტიური, მზად უნდა იყო ახალი შეთავაზებისთვის და ცდილობდეს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ ინტერესის კაპიტალიზაცია, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც; მიმზიდველობას და საბოლოო ჯამში, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის. სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფუნქცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის. რაც უფრო მეტი დაინტერესებაა ამ დერეფნით, მით უფრო მეტად ვხდებით საინტერესო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დაინტერესებული, საქართველოს გავლით მოახდინონ ევროპაში ტრანსპორტირება. ამ დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვასრულებთ. მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ალტერნატივების ძიებაში არიან, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი შესაძლებლობები და მეორე მხრივ, ვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ახლა რომ ანაკლია გვქონოდა აშენებული, გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით“, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე. თენგიხ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს ცნობისათვის, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“, ანუ „შუა დერეფანი“ (Trans-Caspian International Transport Route - TITR, Middle Corridor) - ეს არის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების დერეფანი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აკავშირებს ევროპის კავშირთან ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის და აღმოსავლეთ ევროპის გავლით. ასევე წაიკითხეთ ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება
თენგიხ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს
დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე, რუსეთი მოკავშირეებს ეძებს. ამას საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფრიკული ტურნე მოწმობს. იმ დროს, როცა აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია, ლავროვი ოფიციალურ შეხვედრებზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მარცვლეულის კრიზისში დასავლეთი და მის მიერ დაწესებული სანქციებია დამნაშავე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC საგულისხმოა, რომ მანამდე, ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის. სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა ლავროვმა ევრაზიული სივრცეც მოიცვა და 28 ივლისს უკვე უზბეკეთის დედაქალაქში ჩავიდა. აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი ხსენებული გარემოებები ექსპერტებს აძლევს დასკვნის საშუალებას, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად, რუსეთი რთულ ვითარებაშია და ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ, რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მეტი პარტნიორი და მეტი მხარდაჭერა. „ვგულისხმობ, სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებას, უპირველეს ყოვლისა, უზბეკეთთან სწორედ ეს თემებია, რადგან აქ არის უკვე ევრაზიული სივრცის მოდელი, რომელიც მოქმედებს და რუსეთი ცდილობს, რომ მისი გავლენის სფეროებში მყოფ ქვეყნებს (და, უზბეკეთი სამწუხაროდ, ასეთია) აქედან გასვლის საშუალება არ მისცეს, რადგან ეს ქვეყნები უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას; ეძებენ ალტერნატივებს; ეძებენ გადაზიდვების ალტერნატივებს და ამ შემთხვევაში, სწორედ ეს შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რუსეთი ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები მაქსიმალურად შეინარჩუნოს. გააფართოოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იმიტომ, რომ სანქციების გამო უამრავი პრობლემა შეექმნა. მისთვის ვითარება ყოველდღიურად მძიმდება“, - მიიჩნევს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე. Europetime-თან ის ამბობს, რომ თავად ცენტრალური აზიის ქვეყნები დიდი ხანია, ცდილობენ რუსეთის გავლენის ზონიდან გამოვიდნენ. „ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, საუბარია ყაზახეთსა და უზბეკეთზე. არის თურქმენეთიც, თუმცა ეს ქვეყანა თავისი სტატუსიდან გამომდინარე არ არის ისე დემოკიდებული რუსეთზე, როგორც ეს ორი ქვეყანა და სიტუაციის არევის ნაკლები ბერკეტი აქვს რუსეთს თურქმენეთში, ვიდრე ამ ორ ქვეყანაში. ეს ქვეყნები არიან იმის ძიებაში, როგორ შეამცირონ თავისი დამოკიდებულება რუსეთზე, უყურებენ ალტერნატივებს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტები თურქმენეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი სწორი პოლიტიკური ნაბიჯთაგანი იყო, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, რადგან ეს ვითარება კიდევ უფრო წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის - საქართველო უნდა იყოს ძალიან აქტიური, მზად უნდა იყოს ახალი შეთავაზებისთვის და ცდილობდეს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ ინტერესის კაპიტალიზაცია, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც; მიმზიდველობას და საბოლოო ჯამში, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფუნქცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის. რაც უფრო მეტი დაინტერესებაა ამ დერეფნით, მით უფრო მეტად ვხდებით საინტერესო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დაინტერესებული, საქართველოს გავლით მოახდინონ ევროპაში ტრანსპორტირება. ამ დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვასრულებთ. მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ალტერნატივების ძიებაში არიან, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი შესაძლებლობები და მეორე მხრივ, ვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ახლა რომ ანაკლია გვქონოდა აშენებული, გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით“, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.
თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს
ევროკავშირი, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ Trend-ს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა არარეზიდენტმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დაახლოებით 5 ან თუნდაც 10 წლის წინ გაკეთდა შეფასება, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი გაზის მიწოდებისთვის და რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ენერგეტიკულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან. ასევე ყურადღება გამოიჩინოს კასპიის რეგიონთან მიმართებით, მის გაზის პოტენციალთან და ეს ყველაფერი ერთად განავითაროს. სამწუხაროდ, ევროპამ გარკვეულწილად უგულებელყო ეს შესაძლებლობები და სხვა პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი. დღეს, ვფიქრობ, ევროპაში ყველა ნანობს ამას. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს," - აცხადებს ფხალაძე. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისივე თქმით, დღეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს, არამედ პრაქტიკულ ბიზნეს-ინიციატივებშიც აისახება. „მაგრამ არ მგონია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ მხარეს დაეკისროს. დიახ, აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მას ასევე სჭირდება იგივე სანდო პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი ევროკავშირმა უნდა შეიტანოს“, - აღნიშნა ფხალაძემ. თუმცა, როგორც ექსპერტი აცხადებს, აზერბაიჯანული გაზის მიმართ ინტერესი ქვეყნების მიხედვით არ უნდა დაიყოს. რაც შეეხება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) გაშვებას, ფხალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ეს მნიშვნელოვანი პროექტია ევროპისთვის, რადგან რეგიონი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო სირთულეებს განიცდის. „ეს არის შესანიშნავი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ მიჰყვნენ, გამოიყენონ და ასევე იფიქრონ, როგორ გააფართოონ ეს შესაძლებლობა. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობები, მაგრამ როგორც ვთქვი, მთელი ფინანსური ტვირთი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა დააწვეს. უკვე არის ინტერესი და დროთა განმავლობაში აქტიურ ბიზნეს-ინიციატივებად გარდაიქმნება“, - განაცხადა ფხალაძემ. ECIPE-ის უფროსმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოტენციალი ელექტროენერგიის ექსპორტში, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ექსპორტში, უზარმაზარია და რეალურად ეს პროექტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ევროკავშირი გააფართოვებს კავშირების ქსელს. ეს ნიშნავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, აქ იგულისხმება ელექტროენერგიის მიწოდება. ევროკავშირმა უნდა წაახალისოს ახალი პროცესები და ინიციატივები კავშირისთვის. ეს უკვე განვითარებულია ევროკავშირიის მიერ საქართველოში და შემდეგ აზერბაიჯანში. დღეს ახალი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, - განაცხადა ფხალაძემ. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.