თეგი: თვითმფრინავი

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, კატასტროფა განიცადა

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, რომელშიც 133 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ ჩინეთის გუანსის რეგიონში კატასტროფა განიცადა. სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

BBC: სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, გუშინ სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, კატასტროფა განიცადა

ნეპალის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა

ნეპალის მთებში, რადარებიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელშიც 22 ადამიანი იმყოფებოდა. Tara Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც 15 წუთიან ფრენას ასრულებდა მთის სოფელ ჯომსომში, აეროპორტთან მალევე დაკარგა კონტაქტი. ხელისუფლების ცნობით, დაკარგული ლაინერის მგზავრებს შორის ინდოეთის ოთხი, ხოლო გერმანიის ორი მოქალაქეა. თვითმფრინავის ძებნა გრძელდება.  

როსტოვის ოლქში, 24 საათში, რუსეთის არმიის მეორე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

როსტოვის ოლქში რუსული ძალების სუ-25 შემტევი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ გამოცემა 161.RU წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც 161.RU-ს წყარომ აცნობა, თვითმფრინავი 9 ოქტომბერს მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან ჩამოვარდა.  „ეს ყველაფერი მოხდა შუადღისას,“ - აღნიშნა უშიშროების წარმომადგენელმა. მისი თქმით, მფრინავი დაიღუპა, რადგან განდევნის სისტემამ არ იმუშავა.  გამოცემა წერს, რომ იმავე დღეს მოროზოვსკის რაიონში თვითმფრინავი სუ-24 ჩამოვარდა, რომელიც რუსულ ძალებს ეკუთვნოდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ფრთას ცეცხლი გაუჩნდა, პილოტმა კი მანქანის მინდორზე დაშვება გადაწყვიტა. ინციდენტი სახელმწიფო უწყებებმა TASS-სა და RIA Novosti-ის დაუდასტურეს.  რაც შეეხება მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან რუსული სუ-25-ის ჩამოვარდნის ფაქტს, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.   

რუსეთში, ქალაქ იეისკში, სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხაერეში, ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავი ერთ-ერთ უბანში, მრავალსართულიან კორპუსს დაეცა. ინტერფაქსის ცნობით, სუ-34 საბრძოლო გამანადგურებელი-ბომბდამშენია. შემთხვევის ადგილზე ხანძარია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იეისკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენის დროს ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა. სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, თვითმფრინავი სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენას ასრულებდა და ჩამოვარდა. სამინისტროს ცნობითვე, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა.   

ეკოაქტივისტებმა ამსტერდამის აეროპორტში კერძო თვითმფრინავების ბლოკირება სცადეს

ასობით ეკოაქტივისტმა შიფჰოლის აეროპორტში, კერძო თვითმფრინავებს დაძვრის საშუალება არ მისცა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხედრო პოლიციამ მომიტინგეები ადგილიდან გაიყვანა.  გავრცელებული ინფორმაციით, 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. „ჩვენ გვინდა ნაკლები ფრენა, მეტი მატარებელი და არასაჭირო მოკლე მანძილიდან ფრენების და კერძო თვითმფრინავების აკრძალვა“, - განაცხადა Greenpeace Netherlands-ის კამპანიის ლიდერმა.  

სომხეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვიდეო

სომხეთში, სოფელ ჯრაბერში სლოვენიის მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ასტრახანისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ სომხურ მედიასთან, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა. სლოვენიის კუთვნილი მსუბუქი თვითმფრინავი, ზვართნოცის აეროპორტიდან აფრინდა და მასთან კავშირი მალევე შეწყდა. ავარიის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მხოლოდ ორი პილოტი იმყოფებოდა, რომლებიც ავიაკატასტროფისას დაიღუპნენ.    

რუსული თვითმფრინავი იძულებული გახდა, აეროპორტის ნაცვლად სოფლის მინდორში დაშვებულიყო

რუსული ავიაკომპანიის, „ურალის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი Airbus -A320, რომელიც სოჭი-ომსკის რეისს ასრულებდა, იძულებული გახდა, ნოვოსიბირსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან, მინდორში ავარიულად დაშვებულიყო. ინფორმაციას სხვადასხვა რუსული მედიასაშუალება ავრელებს. ამასთან, სამთავრობო სააგენტო „ტასი“ დასავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავში 159 მგზავრი, მათ შორის 23 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. ამასთან, სააგენტოს ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომ განუცხადა, რომ პრობლემა თვითმფრინავის ჰიდროსისტემას შეექმნა. გუბერნატორის თქმით, არავინ დაშავებულა. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ინციდენტის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის და ევროკავშირის სანქციების ამოქმედების ფონზე,  „ურალის ავიახაზებს“, ევროკავშირმა მის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაკომპანიების მიმოსვლის გარდა, რუსული  ავიაგადამზიდავებისთვის თვითმფრინავების და მათთვის საჭირო ტექნიკის მიწოდება, მომსახურება, დაზღვევა და ლიზინგი აკრძალა.  2019 წლის აგვისტოში თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-სიმფეროპოლის რეისს ასრულებდა, იძულებული გახდა, ავარიულად დაშვებულიყო მოსკოვის მახლობლად, სიმინდის ყანაში. მაშინ ავიაკომპანიამ მიზეზად თვითმფრინავთან ფრინველების შეტაკება დაასახელა.  

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შემდეგ, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახებით გამოწვეულ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC წერს, რომ სანაპირო დაცვის ეკიპაჟის ერთმა წევრმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მძიმე დაზიანებები მიიღო. ტოკიოს აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა. BBC-ს ცნობით, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი ტოკიოს ჰანედას აეროპორტში დაეშვა. სანაპირო დაცვის თვითმფრინავს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონებისთვის დახმარება უნდა მიეწოდებინა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განხორციელდა. ტოკიო ჰანედაში ფრენები შეჩერებულია და ბევრი რეისი იაპონიის სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.