თეგი: კამიკაძე-დრონი
უკრაინულმა ძალებმა მიკოლაივის რეგიონში 14 კამიკაძე-დრონი გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა 22-23 ოქტომბრის ღამეს მიკოლაივის რეგიონში 14 Shahed-136 კამიკაძე დრონი გაანადგურეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საჰაერო სარდლობამ განაცხადა. „22-23 ოქტომბრის საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ჩამოაგდეს მტრის Shahed-136 ტიპის 11 კამიკაძე თვითმფრინავი, ხოლო კიდევ სამი [განადგურდა] ქვეყნის სამხრეთ თავდაცვის დანაყოფებმა. ძალები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის საჰაერო ძალები: ჯამში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ
უკრაინელმა სამხედროებმა 300-ზე მეტი ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში მათი გამოყენება დაიწყო. უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის იური იგნატის თქმით, ექვსი მათგანი პირველ ნოემბერს ჩამოაგდეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
რას სთხოვს ირანი მოსკოვს კამიკაძე-დრონების მიწოდების სანაცვლოდ
ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა თავის უახლეს შეფასებაში განაცხადა, რომ ირანი კამიკაძე-დრონების მიწოდებაზე რუსეთის დამოკიდებულებას სავარაუდოდ, უკვე იყენებს იმ მიზნით, რომ ბირთვულ პროგრამაში მოსკოვის დახმარება მოითხოვოს. „ბირთვული დახმარების“ მოთხოვნა და თვითმფრინავების მიწოდების აღიარება აჩვენებს, რომ ირანის ოფიციალურ პირებს შეიძლება, აქვთ განზრახვა, უფრო მკაფიოდ დაამყარონ ორმხრივი უსაფრთხოების ურთიერთობები რუსეთთან“, - წერს ISW. უკრაინის საჰაერო ძალები: ჯამში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ შეგახსენებთ, ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა. მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამ კვირაში ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და განაცხადა, რომ ირანს ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს. აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები კი მიუთითებდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ განცხადებით, ყოველდღიურად უკრაინა სულ მცირე, 10 ირანულ დრონს ანადგურებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლიეტუვამ კამიკაძე-დრონების შესყიდვის შესახებ, აშშ-სთან შეთანხმება გააფორმა
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული Switchblade 600 ტიპის თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა და გახდა NATO-ს წევრი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც კამიკაძე-დრონები შეუკვეთა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი ევროს შეადგენს. ლიეტუვა ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე-დრონს შეისყიდის „ეს საბრძოლო თვითმფრინავები ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებს მისცემს შესაძლებლობას, გაანადგურონ მტრის ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა 40 კილომეტრამდე. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ასეთი შესაძლებლობა აქამდე არასდროს ჰქონია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ Switchblade 600 სისტემას მიიღებს ლიეტუვა. Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.
უკრაინა დნიპროში ხუთი დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება
უკრაინის აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობამ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ქალაქ დნიპროში, ირანული წარმოების დრონი ჩამოგადო. რუსეთმა 28 დეკემბერს უკრაინის რამდენიმე ოლქის თავზე გაუშვა დრონები. ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქი ერთ დღეში მეორედ მოხვდა რუსეთის თავდასხმის ქვეშ. მიკოლაივის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმი ასევე იტყობინება, რომ რუსეთის ჯარებმა კამიკაძე დრონები გაუშვეს. მისივე თქმით, სამხრეთ ქალაქ ოდესას საფრთხე ემუქრება.
საჰაერო ძალები: უკრაინელებმა სექტემბრის შემდეგ 500-მდე ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ სექტემბრიდან მოწინააღმდეგის კუთვნილი 500-მდე ირნაული „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდო. „ჩვენ ვანადგურებთ დრონებს. როგორც ხედავთ, ორ დღეში - ახალი წლის ღამეს და მეორე დღეს 84 დრონი ჩამოვაგდეთ. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაშვებული დრონების 100% გაანადგურეს. ასეთი შედეგები აქამდე არასოდეს ყოფილა მიღწეული. 11 სექტემბრის შემდეგ ჩამოგდებული დრონების რაოდენობა 500-ს უახლოვდება“, - აღნიშნა იური იგნატმა. იგნატმა ასევე აღნიშნა, რომ მტერი მიზანმიმართულად ზრდის ირანული უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ტერორისტულ თავდასხმას ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოწურვის მცდელობის მიზნით.
პრემიერი: ჩვენ შეგვიძლია, ათასობით დრონი ვაწარმოოთ, როგორც სადაზვერვო, ასევე, კამიკაძე-დრონები
„ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს“, - განცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას. მან თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დარეგულირდება. „განახლდა და თითქმის დასრულდა ყველა სამხედრო ბაზის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ჩვენს სამხედრო ბაზებს და რეალურად, NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოვიყვანეთ ყველა ის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა. მიმდინარეობს აქტიურად შეიარაღების განახლება, ჩანაცვლება და შესყიდვა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლება და ასევე, საფრენი აპარატების, დრონების წარმოება დავიწყეთ პოლონურ კომპანიასთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია ათასობით დრონი ვაწარმოოთ როგორც სადაზვერვო, ასევე ე.წ. კამიკაძე დრონები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველო პოლონეთთან ერთად ქართული დრონების წარმოებას იწყებს
საფრანგეთი უკრაინას კამიკაძე-დრონებს მიაწვდის
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლესი ტექნოლოგიის კამიკაძე-დრონებს გადასცემს. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ავითარებს კამიკაძე-დრონებს, რომლებიც ამჟამად ექსპერიმენტულია. „უახლოეს კვირებში, უკრაინა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს ამ უპილოტო საფრენ აპარატებს. ეს ასევე წარმოადგენს ამ ახალი თაობის აღჭურვილობის საბრძოლო ტესტირების შესაძლებლობას," - აღნიშნა ლეკორნუმ. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა 10 000 უკრაინელი მებრძოლი გაწვრთნა. მისი თქმით, 2024 წელს 7000-დან 9000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაივლის წვრთნას. საფრანგეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა უკრაინის დახმარების მხრივ. პარიზმა უზრუნველყო სამხედრო და ფინანსური დახმარება და მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
თურქეთმა ახალი კამიკაძე-დრონი შექმნა
თურქეთმა ახალი კამიკაძე დრონი შექმნა. კატარში თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე „AZAT FPV“ დრონი უკვე წარმოდგენილია. ახალი დრონი, რომელიც 2 კილოგრამს იწონის, 2 ტიპისაა 3 განსხვავებული ზომით. დრონი, რომელსაც 800 გრამი ტვირთის გადატანა შეუძლია, ჰაერში 20 წუთის განმავლობაში რჩება. როდის შევა ექსპლუატაციაში ეს საფრენი აპარატი, ჯერ უცნობია.
ირანმა ახალი კამიკაძე-დრონი წარადგინა
ირანის სამხედროებმა 28 აპრილს წარადგინეს ახალი მოიერიშე დრონი წარადგინეს. ეს არის მსგავსი დრონი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო თასიმის ცნობით, ირანის ახალი დრონი, რომელსაც ჯერ სახელწოდება არ აქვს, რუსეთის მიერ წარმოებულ Zala Lancet-ის ტიპის დრონს ჰგავს, რომელიც 2020 წელს გამოუშვეს.