ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული Switchblade 600 ტიპის თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა და გახდა NATO-ს წევრი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც კამიკაძე-დრონები შეუკვეთა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი ევროს შეადგენს.
„ეს საბრძოლო თვითმფრინავები ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებს მისცემს შესაძლებლობას, გაანადგურონ მტრის ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა 40 კილომეტრამდე. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ასეთი შესაძლებლობა აქამდე არასდროს ჰქონია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ Switchblade 600 სისტემას მიიღებს ლიეტუვა.
Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად.
უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.