თეგი: მემორანდუმი
გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები: არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ევროპის რომელიმე ნაწილი თავის გავლენის სფეროში მოაქციოს
გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სამ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთსა და უკრაინას ღრმა ისტორიული კავშირები აქვთ, რომლებიც აგებულია საერთო ღირებულებებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ერთგულებასა და იმ აგრესორების წინააღმდეგ ერთად დგომის ისტორიაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროპის თავისუფლებას. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია, აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების საშუალებები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ევროპის რომელიმე ნაწილი მოიაზროს თავის გავლენის სფეროში", - ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ალიანსი ოფიციალურად გააფორმეს.
საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის, ონლაინ ფორმატში, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ვადიმ მელნიკმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაფორმებული მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა აღნიშნა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის კოლეგა უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდა. „მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენ უწყებებს არ შეუწყვეტიათ კომუნიკაცია და მოვახერხეთ უკვე ჩამოყალიბებული პროფესიული ურთიერთობების ფორმალიზება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდ გაგრძელდება და შედეგიანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის“, - აღნიშნა სოსო რამიშვილმა. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამძიმარი გამოუცხადა თითოეული დაღუპული ადამიანის ოჯახს, გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ. უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, ვადიმ მელნიკმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მემორანდუმის გაფორმება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო გამოცდილების მოსაზიდად.
რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 1) 28 ივნისს, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები, NATO-ს გენერალური მდივნის შუამავლობით, შეთანხმდნენ შემდეგზე: 2) NATO არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპებსა და უსაფრთხოების განუყოფლობაზე, ასევე, საერთო ღირებულებებზე. თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ვაშინგტონის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ. 3) ალიანსისთვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ურყევი სოლიდარობა და თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში, მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე, საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. 4) როგორც NATO-ს პერსპექტიული მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ თურქეთს, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით, ფინეთი და შვედეთი არ დაუჭერენ მხარს YPG/PYD-ს და ორგანიზაციას, რომელსაც თურქეთში FETO ("ფეთულაჰისტური ტერორისტული ორგანიზაცია")უწოდებენ. თურქეთი ასევე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფინეთსა და შვედეთს მათი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ფინეთი და შვედეთი უარყოფენ და მკაცრად გმობენ ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით, ფინეთი და შვედეთი ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს თურქეთის წინააღმდეგ და გამოხატავენ ღრმა სოლიდარობას თურქეთისა და დაღუპულთა ოჯახების მიმართ. 5) ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ, რომ PKK არის აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია. ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, აღკვეთონ PKK-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა და მათი გაფართოება, ისევე ამ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი პირების და ქსელების ქმედებები. თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ამ ტერორისტული დაჯგუფებების აქტივობის თავიდან ასაცილებლად. ფინეთი და შვედეთი უარყოფენ ამ ტერორისტული ორგანიზაციების მიზნებს. 6) გარდა ამისა, ფინეთი მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე ბოლო ცვლილებაზე, რომლითაც ახალი აქტები შევიდა ძალაში. კერძოდ, 2022 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ბოლო ცვლილებები, რომლითაც ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის ფარგლები გაფართოვდა. ამავდროულად, ტერორისტულ დანაშაულებთან დაკავშირებული საჯარო წაქეზება კრიმინალიზებული გახდა, როგორც ცალკეული დანაშაული. შვედეთი ადასტურებს, რომ ახალი, უფრო მკაცრი, ტერორისტული დანაშაულების შესახებ კანონი ძალაში შედის პირველ ივლისს და რომ მთავრობა ანტიტერორისტულ კანონმდებლობას გააამკაცრებს. 7) თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ, რომ შეიარაღებაზე ეროვნული ემბარგო არ არსებობს. შვედეთი ცვლის შეიარაღების ექსპორტის ეროვნულ მარეგულირებელ ჩარჩოს NATO-ს მოკავშირეებთან მიმართებით. სამომავლოდ, თავდაცვის ექსპორტი ფინეთიდან და შვედეთიდან განხორციელდება ალიანსის სოლიდარობის, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-3 მუხლის სულისკვეთების შესაბამისად. 8) დღეს თურქეთი, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას შემდეგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე: • ერთობლივი, სტრუქტურირებული დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება ხელისუფლების ყველა დონეზე, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებსა და სადაზვერვო სააგენტოებს შორის, გააძლიერებენ თანამშრომლობას ტერორიზმის ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საერთო გამოწვევების წინააღმდეგ, როგორც ამას ისინი გადაწყვეტენ. • ტერორიზმთან ბრძოლას ფინეთი და შვედეთი განსაზღვრავენ დებულებებისა და NATO-ს პოლიტიკის შესაბამისად და გადადგამენ ყველა საჭირო ნაბიჯს ამ მიზნით შემდგომი შიდა კანონმდებლობის გამკაცრებისთვის. • ფინეთი და შვედეთი განიხილავენ თურქეთის მოსალოდნელ დეპორტაციას ან ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციის მოთხოვნას დაჩქარებული და საფუძვლიანად. მხედველობაში მიიღებენ თურქეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დაზვერვის მონაცემებს და აუცილებელი ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოების შექმნით ხელს შეუწყობენ ექსტრადიციას და უსაფრთხოების თანამშრომლობას თურქეთთან ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად. • ფინეთი და შვედეთი გამოიძიებენ და აკრძალავენ PKK-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებას და მათი გაფართოებას, მათ შორის შვილობილი ორგანიზაციების, ჯგუფების ან ქსელების, როგორც ეს აღწერილია მე-5 პუნქტში. • თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ვალდებულნი არიან, ებრძოლონ დეზინფორმაციას და არ დაუშვან მათი შიდა კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ან ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის ისეთი ქმედებებით, რომლებიც თურქეთის წინააღმდეგ ძალადობას წაახალისებს. • ფინეთი და შვედეთი უზრუნველყოფენ, რომ იარაღის ექსპორტის მარეგულირებელი ჩარჩოები მოკავშირეების წინაშე ახალი ვალდებულებების აღების საშუალებას იძლევა და ასახავს მათ, როგორც NATO-ს წევრის სტატუსს. • ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ თურქეთისა და სხვა ევროკავშირის არაწევრი მოკავშირეების მაქსიმალურად სრულ ჩართულობას არსებულ და ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პერსპექტიული ინიციატივებში, მათ შორის თურქეთის მონაწილეობას PESCO-ს სამხედრო მობილობის პროექტში. 9) ამ ნაბიჯების განსახორციელებლად, თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შექმნიან მუდმივ ერთობლივ მექანიზმს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ექსპერტების მონაწილეობით, ასევე, დაზვერვის სამსახურებიდან და უსაფრთხოების ინსტიტუტებიდან ექსპერტების მონაწილეობით. მუდმივი ერთობლივი მექანიზმი ღია იქნება სხვებისთვისაც. 10) თურქეთი ადასტურებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მრავალწლიან მხარდაჭერას და თანახმაა, მხარი დაუჭიროს 2022 მადრიდის სამიტზე, ფინეთისა და შვედეთის NATO-ს წევრებად მოწვევას. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
ერდოღანი: მემორანდუმი შვედეთთან და ფინეთთან თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა
NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაიკავოს ერთიანი და მყარი პოზიცია ტერორიზმთან მიმართებით და ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მადრიდში NATO-ს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს ბლოკმა მონდომება გამოიჩინა ტერორიზმის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლაში. რაც უნდა აისახოს რეალურ მოქმედებებში და არ დარჩეს ფურცელზე“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, პოზიცია, რომელიც ანკარამ აჩვენა შვედეთთან და ფინეთთან NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, იმის მაჩვენებელია თუ სად გადის თურქეთისთვის „წითელი ხაზი“ ტერორიზმის საკითხში. NATO-ს გაფართოების თემასთან დაკავშირებით თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „სამმხრივი დეკლარაცია შვედეთთან და ფინეთთან არის თურქეთისა და თურქი ხალხის დიპლომატიური გამარჯვება მოლაპარაკებების რთული პროცესის შემდეგ". 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
საქართველოსა და ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი, გიორგი ბაღდავაძე ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, ზივილი პოჟელინეს და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსს, სანდრა სმულაიტეს შეხვდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ლიეტუვასა და საქართველოში იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული რეფორმები. „ლიეტუველი კოლეგების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამართლის დიგიტალიზაციის, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესმა, რომელიც მათ სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ გააცნო. ასევე, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის გაცნობა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურში. საუბარი შეეხო მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ განხორციელებულ პროექტებსაც. ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების შრომის ანაზღაურების წესი, რომელიც ლიეტუევლმა კოლეგებმა წარმოადგინეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვა საკითხებს შორის ითვალისწინებს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამსახურის რეფორმების დარგში ინფორმაციის მიმოცვლას და შემდგომ თანამშრომლობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.