გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სამ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთსა და უკრაინას ღრმა ისტორიული კავშირები აქვთ, რომლებიც აგებულია საერთო ღირებულებებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ერთგულებასა და იმ აგრესორების წინააღმდეგ ერთად დგომის ისტორიაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროპის თავისუფლებას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია, აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების საშუალებები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ევროპის რომელიმე ნაწილი მოიაზროს თავის გავლენის სფეროში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ალიანსი ოფიციალურად გააფორმეს.