თეგი: მისია
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ ექსპერტთა საერთაშორისო მისია მიემგზავრება
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამის შესახებ დღეს, 29 აგვისტოს, გროსიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს დღე დადგა მისია, რომელმაც უკრაინის და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, გზაშია. საერთაშორისო მისიის ექსპერტები ადგილზე ამ კვირაში ჩავლენ. ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტისგან შემდგარი მისია კიევშია. The New York Times-ის ცნობით, ექსპერტები ვითარების შესწავლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებენ. ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე ვითარების გასაცნობად ჩავა CNN-ის კორესპონდენტები იუწყებიან, რომ მათ ნახეს IAEA-ს მისიის წევრები კიევის ერთ-ერთ სასტუმროში. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში სააგენტოს ექსპერტები ორშაბათს გვიან ღამით ჩავიდნენ. IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიას ხელმძღვანელობს და კურირებს სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც აიმედოვნებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარებას გაეცნობა. ბოლო კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რეგულარულად იბომბება, რაშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთის არმიამ სადგურზე თავისი ტექნიკა და იარაღიც განათავსა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
გაეროს მისია ოკუპირებულ ოლენივკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც აფეთქების შედეგად 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
გაეროს მისია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლენევკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. ამის შესახებ, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დი კარლომ განაცხადა. „საგამოძიებო მისია, რომელიც ოკუპირებულ ოლენევკაში ჩავა, 29 ივლისს მომხდარ ინციდენტს განიხილავს, რომლის დროსაც 53 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 75-დან 130-მდე დაიჭრა“, - განაცხადა როზმარი დი კარლომ. გაეროს ხელმძღვანელი მისიის უსაფრთხო დაშვებას მოითხოვს ოლენივკაში, სადაც 150-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა 30 ივლისს განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ საზარელი სისასტიკე ჩაიდინეს, ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებაა. ელენოვკა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ბელორუსი ევროკავშირის ელჩისთვის ვიზის გაგრძელებაზე უარს ამბობს
ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინსკში, ევროკავშირის ელჩ დირკ შუებელს აკრედიტაცია არ განუახლა. ის ბელორუსში ევროკავშირის მისიას 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. ამის შესახებ დიპლომატმა Facebook-ზე დაწერა. „თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მანდატი, ბელორუსში სრულდება. ბელორუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კიდევ ერთი წლით არ განაახლოს ჩემი ვიზა და აკრედიტაცია, რაც ძალიან ართულებს ჩემი მანდატის შესრულებას. ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მზად ვიყავი გამეგრძელებინა მუშაობა ბელორუსთან, როგორც ელჩს და იმედიც კი მქონდა, ჩემი თანამდებობის ბოლო წლის განმავლობაში მინსკში დაბრუნებას შევძლებდი“, - წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში. ამასთან, დირკ შუებელმა აღნიშნა, რომ ბელორუსში 1 340-ზე მეტი პოლიტპატიმარია, რომელთა დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებასაც ევროკავშირი მოითხოვს.
ევროკავშირის 24 ქვეყანას უკრაინის ახალ სამხედრო მისიაში მონაწილეობა სურს
ევროკავშირის 24-მა ქვეყანამ, უკრაინელი სამხედროების მომზადების ახალ მისიაში მონაწილეობის შესახებ წინადადებები წარადგინა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ბლოგშია ნათქვამი. „ტრენინგი, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ევროკავშირის 24 წევრმა ქვეყანამ სასწავლო მოდულებისთვის 100-ზე მეტი წინადადება წამოაყენა, რომელთა შესაბამისობაც ახლა უკრაინის საჭიროებებთან დაკავშირებით განიხილება“, - წერს ბორელი. 5 დეკემბრის მდგომარეობით, მიმდინარეობს 15 მოდული 1 125 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით, ხოლო ცხრა მოდული 377 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით უკვე დასრულებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე გადიან წვრთნას ჩეხეთის რესპუბლიკაში, ლიბავას პოლიგონზე. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ახალი სასწავლო მისიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის (EUMAM Ukraine) სრულ ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია.
უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, IAEA-ს მუდმივმა მისიებმა დაიწყეს მუშაობა
უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა. ამის შესახებ NNEGC „ენერგოტომის“ შეტყობინებაშია ნათქვამი. „გასული კვირის განმავლობაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ შიდა ბირთვულ ობიექტებში. ახლა სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა KhNPP-ში, ასე რომ, ახლა მუდმივი მისიები იმუშავებენ რივნის, ჩერნობილის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებზე“, - ნათქვამია „ენერგოატომის“ ანგარიშში. კომპანიამ აღნიშნა, რომ მისიების ამოცანაა უკრაინის ბირთვული ობიექტების ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შენარჩუნება. „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ ექსპერტები ატომურ ელექტროსადგურებზე უკრაინის მთავრობის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 2022 წლის სექტემბრიდან მუშაობს.