თეგი: მოგზაურობა
დღეიდან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ
7 თებერვლიდან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით. მგზავრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ვალიდურად ითვლება, ვაქცინაციის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში; წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს ვირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით. წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. ყველა მგზავრი ვალდებულია, საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა https://travel.gov.gr/#/. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამავე თემაზე საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის რეგულაციები შეამსუბუქა
საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის რეგულაციები შეამსუბუქა
საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის. განახლებული რეგულაციები 2022 წლის 7 თებერვლიდან შევა ძალაში. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი ფლობს ევროპულ ციფრულ სერთიფიკატს ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში. ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით. ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. ყველა მგზავრი ვალდებულია, საბერძნეთში გამგზავრების წინ შეავსოს PLF ფორმა.
საფრანგეთი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კოვიდტესტის მოთხოვნას გააუქმებს
საფრანგეთი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კოვიდტესტის მოთხოვნას გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 4 თებერვლიდან საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა, რომლის თანახმად, ნარინჯისფერი ზონიდან შესვლა დღემდე შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით. სრულად ვაქცინირებულად ითვლებით იმ შემთხვევაში თუ: Pfizer, Moderna, AstraZeneca - მეორე დოზიდან გასულია 7 დღე; ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა; COVID გადატანილების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა); პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ Sinopharm-ის (BBIBP-CorV) და Sinovac-ის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, ასევე აიცრნენ Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით და გასულია 7 დღე. საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. „ბუსტერ“ დოზა თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 7 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის „ბუსტერ“ დოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი. კოვიდვაქცინის გარეშე საფრანგეთში შესვლის პირობები წითელი ზონიდან საფრანგეთში არავაქცინირებულის გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში: 1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები. 2. ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში. 3. თუ ფლობთ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში. 4. თუ ფლობთ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძლევადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრელვადიან ვიზას. 5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებულები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით. " target="_blank" rel="noopener noreferrer">სრული ინფორმაცია
ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციები მიმდინარე წლის 16 მაისიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს. EASA-ს აღმასრულებელი დირექტორის, პატრი კის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების კუთხით. „შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც ჯამში შეესაბამება მთელი ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით“,- განაცხადა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
"მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით + 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 პროცენტს შეადგენს", - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. "ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც + +115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6% %-ით არის აღდგენილი. 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით +214% - ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა. 2022 წლის 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა, რაც +162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობები ევროპაში 90-95%-ით შემცირდა - ტუროპერატორთა ასოციაცია
2022 წლის პირველ ექვს თვეში, ევროპის ქვეყნებ 1,2 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია. 2019 წლის იმავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 8 მილიონი იყო. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ცნობით, ვარდნა 85%-ია. დღეიდან რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ ეს მაჩვენებლები მოიცავს არა მხოლოდ ტურისტულ მოგზაურობებს, არამედ მოგზაურობებს ყველა მიზნით, სამუშაოდან და სწავლიდან დაწყებული, ნათესავებთან კერძო ვიზიტებამდე. ზაფხულში, ევროპის სანაპიროებზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნის გამო, რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობების კლება, სავარაუდოდ 90-95 პროცენტს მიაღწევს, მიიჩნევს ATOR. ამ სეზონზე ევროპაში პრაქტიკულად არ იყვნენ ბიუჯეტიანი რუსი ტურისტები, რადგან ყველა ასეთი ტური ძვირი ღირდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო 4-5 ვარსკვლავიანი კატეგორიის სასტუმროები. ასევე გაიზარდა მოთხოვნა „ყველა ინკლუზივზე“ - ტურისტებს სურდათ რუსეთში გადაეხადათ ყველა შესაძლო სერვისი, რადგან ქვეყნის გარეთ რუსული საბანკო ბარათები არ მუშაობს.
11 თვეში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში 471,165 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით +160.4%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა. „ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა ნოემბერში. 2022 წლის ნოემბერში 299,605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ნოემბერთან შედარებით +97.9%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 88.4% აღდგენილია”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს. „2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,348,333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 70.2 % აღდგენილია. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წელს საქართველოდან მოგზაურების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი საზღვარგარეთ, საყიდლების მიზნით განხორციელდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 3.2-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უწყების მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 944.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 99.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.5 პროცენტს შეადგენდა. 2022 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 41.1 პროცენტი განხორციელდა საყიდლების მიზნით. „ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 941.4 ათასი და 247.4 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, უწყების მონაცემებით, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ამასთან, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 078.6 ლარი შეადგინა.