თეგი: მსახიობი
გარდაიცვალა მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა
შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა, 72 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა აგენტმა, ბელინდა ვრაითმა გაავრცელა. Deadline-ის ცნობით, მსახიობი შოტლანდიის ქალაქ ლარბერტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მკურნალობდა ოსტეოართრიტს, ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს ხრტილს და მიმდებარე ქსოვილს.
ნიუ-იორკის სასამართლომ, მსახიობი კევინ სპეისი უდანაშაულოდ ცნო
ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, სექსუალური შევიწროების საქმეში გაამართლა, იუწყება NBC. მოსამართლე ლუის კაპლანმა საქმის შეწყვეტა გადაწყვიტა. სარჩელი შეიტანა მსახიობმა ენტონი რაპმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სპეისმა 1986 წელს ნიუ-იორკში გამართულ წვეულებაზე, შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც რეპი 14 წლის იყო. გამოცემის ცნობით, 2017 წელს, როდესაც რეპმა საჯაროდ ისაუბრა ამ ინციდენტზე, სპეისმა მას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ის მაშინ ნასვამ მდგომარეობაში იყო და მისი ქცევა უაღრესად შეუსაბამო იყო. 20 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სპეისმა უარყო თავისი დანაშაული. მსახიობმა თქვა, რომ მას არ მოუწია ბოდიშის მოხდა იმის გამო, რაც არ გაუკეთებია. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ რაპმა ბრალდებები ვერ დაამტკიცა. ენტონი რეპი კევინ სპეისისგან $40 მილიონის კომპენსაციას ითხოვდა. სპეისი ბრალდებას უარყოფდა.
საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა
საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას, მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს. თამარ სხირტლაძე 1929 წელს, ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. ის მონაწილეობდა სპექტალებსა და ფილმებში: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“. თამარ სხირტლაძემ თეატრის სცენაზე 70 წელი გაატარა. 2010 წელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას „წლის პერსონის“ წოდება მიენიჭა. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.
ქართველი მსახიობი, ნუგზარ შარია გარდაიცვალა
81 წლის ასაკში, ქართველი მსახიობი, ნუგზარ შარია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს. „გარდაიცვალა, ერთ დროს ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. საქართველოს თეატრალური საზოგადოება მწუხარებას გამოთქვავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შარიას ნათამაშები აქვს შემდეგ ფილმებში: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ და ა.შ.
ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს. მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "Fanfan-Tulip", "Notre Dame Cathedral", "Young Caruso" და ა.შ. 1950-იან და 1960-იან წლებში ჯინა ლოლობრიჯიდა იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. ის 1950-იან წლების სექს-სიმბოლოდ მიიჩნევა. ჯინა ლოლობრიჯიდა ოქროს გლობუსზე სამჯერ იყო ნომინირებული. მსახიობი ამ ჯილდოს მფლობელი ერთხელ გახდა.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს. ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“); გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.