თეგი: პასპორტი
მაისიდან პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ძვირდება
პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. 1-ელი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ეღირება, ხოლო ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი. რაც შეეხება დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.
ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური დღეიდან გაძვირდა
ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ღირს, ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი. პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. რაც შეეხება საბუთის დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.
იუსტიციის მინისტრი პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაძვირებაზე: საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ გაძვირდა პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა“. „იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ტარიფებში არის ცვლილებები. ცვლილება განიცადა როგორც პირადობის მოწმობის, ასევე პასპორტის საფასურმა. აქვე, მაგალითისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც ისინი იხდიდნენ და განსხვავებულ მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ახლა გახდება 50 დოლარი. არსებული საფასურები 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, ზემოთ ეს სახელმწიფო უწყებები მეტწილად დამოკიდებული არიან მათ შემოსავლებზე. შესაბამისად, თანხების დიდი ნაწილი მიემართება თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები თანამშრომლების ხელფასების გასათანაბრებლად. ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური პირველი მაისიდან გაძვირდა.
2023 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები გამოვლინდა
იაპონიის მოქალაქეები უვიზო ან ვიზის მოთხოვნით, რეკორდული - 193 მიმართულებით სარგებლობენ მთელ მსოფლიოში, ის სინგაპურსა და სამხრეთ კორეაზე წინ არის, რომელთა მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ, 192 ქვეყანას ეწვიონ. საქართველო 50-ე ადგილზეა. საქართველოს პასპორტით უვიზოდ 116 მიმართულებით არის მგზავრობა შესაძლებელი, ქვეყანას 2022 წლის დასაწყისისთვისაც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა, 2021 წელს საქართველო 55-ე ადგილს იკავებდა, 115 მიმართულებით . 2023 წლის საუკეთესო პასპორტების ჩამონათვალში იაპონი ლიდერობს (193 მიმართულება). World Passport Index-ის რეიტინგი კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა. ინფორმაციას CNN აქვეყნებს. შემდეგ მოდიან: სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 მიმართულება) 3. გერმანია, ესპანეთი (190 მიმართულება) 4 ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 მიმართულება) 5. ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 მიმართულება) 6. საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (187 მიმართულება) 7. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, შეერთებული შტატები, ჩეხეთი (186 მიმართულება) 8. ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 მიმართულება) 9. უნგრეთი, პოლონეთი (184 მიმართულება) 10. ლიეტუვა, სლოვაკეთი (183 მიმართულება). საქართველომ 2023 წლის დასაწყისისთვის 50-ე ადგილი დაიკავა. 2022 წელს მას 52-ე ადგილი ეკავა. მსოფლიო პასპორტების რეიტინგს კომპანია Henley & Partners მე-18 წელია, ავლენს.
საქართველო მსოფლიო პასპორტების რეიტინგში დაწინაურდა
მიმდინარე წლის მესამე კვარტალის შედეგების მიხედვით, საქართველოს პასპორტმა Henley & Partners Passport Attractiveness Index-ის თანახმად, (განსაზღვრავს ძლიერი პასპორტების სტატუსს. რედ) 48-ე ადგილი დაიკავა. ქართული პასპორტის რეიტინგი გაუმჯობესდა. გასულ წელს საქართველო 52-ე ადგილზე იყო, მიმდინარე წლის იანვარში - 50-ე. მის მფლობელებს მსოფლიოს 117 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ ჩასვლა. რეიტინგში უკრაინა 30-ე ადგილს იკავებს, რუსეთი - 49-ე, აზერბაიჯანი - 72-ე, სომხეთი - 74-ე.