თეგი: პატრიარქი კირილი
რომის პაპი რუსეთის პატრიარქს იერუსალიმში აღარ შეხვდება
2022 წლის ივნისში, იერუსალიმში, რომის პაპი ფრანცისკესა და რუსეთის პატრიარქის კირილს შორის დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგება. „ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია შეხვედრის გადადება, მაგრამ ჩვენი დიპლომატია მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი შეხვედრა გამოიწვევდა დიდ გაურკვევლობას“, - განაცხადა რომის პაპმა არგენტინულ La Nacion-თან ინტერვიუში. ამასთან, აღნიშნა, რომ „ვატიკანი კარგადაა განწყობილი მოსკოვის საპატრიარქოსთან მიმართებით“. თავის მხრივ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, შეხვედრის კორექტირება „ბოლო ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია“. მისი თქმით, „ახლა შეხვედრის დაგეგმვა, ბევრ სირთულეს გამოიწვევდა უსაფრთხოების, ლოჯისტიკისა და ღია სივრცეში შეხვედრის გაშუქების საკითხებში. დაველოდებით უფრო კეთილსაიმედო ვითარებას“, - ციტირებს „ინტერფაქსი“ მიტროპოლიტს. რომის პაპი ფრანცისკე და რუსეთი პატრიარქი კირილი, მხოლოდ ერთხელ 2016 წელს კუბაზე შეხვდნენ. ეს რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლისა და რუსეთის ეკლესიის პატრიარქის პირველი შეხვედრა იყო 1054 წლის შემდეგ, როცა ქრისტიანული ეკლესია ორად - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ნაწილებად გაიყო. რომის პაპს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთთან მიმართებით რამდენიმე კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა. ომის დაწყების მეორე დღესვე ფრენცისკე, ვატიკანში რუსეთის საელჩოში მივიდა, რაც მედიამ „დიპლომატიისგან უპრეცედენტო გადახრად“ შეაფასა. ასევე რუსეთის პატრიარქმა კირილმა მხარეებს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა ამავდროულად უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ რუსული არმიის წევრობა გმირობის ტოლფასია. ასევე წაიკითხეთ რომის პაპი: გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“
რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რუსეთ-უკრაინას საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით მიმართა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რუსეთსა და უკრაინას, საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით მიმართავს. შესაბამისი ინფორმაცია, რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მე, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს“, - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის განცხადებაში.
თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა - ოდესის ეპარქიის მეუფე რუსეთის პატრიარქს
ოდესის ეპარქიის მეუფე, მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა მას შემდეგ, რაც ოდესაზე რუსეთის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს და ფერიცვალების ისტორიული ტაძარი გაანადგურეს. „თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან,“ - ამბობს მეუფე წერილში. მისი თქმით, 2022 წლის 27 მაისს გადაწყდა, რომ ეკლესია, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ხელმძღვანელობდა, მისი დაქვემდებარებიდან გადიოდა. „დღეს, როცა ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კომენდანტის საათის დასასრულს მივედი, დავინახე, რომ თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან.“ „მოვითხოვთ, ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭომ აირჩია. ყოველ რაკეტას, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მოფრინავს, მისი მაცხოვრებლები აღიქვამენ, როგორც მათი შვილებისადმი თქვენს „კურთხევას,“ - აღნიშნულია წერილში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს ომენტარი არ გაუკეთებიათ ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ ცნობებზე. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქზე თავდასხმა დაადასტურა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ტაძარი არ იყო მისი სამიზნე. სამხედრო დეპარტამენტში იმასაც ამტკიცებენ, რომ ფერიცვალების საკათედრო ტაძრის დანგრევის მიზეზი „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ოპერატორების გაუნათლებელი მოქმედებების“ შედეგად, საზენიტო რაკეტის ჩამოვარდნა გახდა. 23 ივლისის ღამით ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.
უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილზე (გუნდიაევი) ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ მედია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაზე დაყრდნობით წერს. უწყების ვებგვერდზე განთავსებული ანკეტაში წერია, რომ პატრიარქი კირილი იძებნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის და აგრესიული ომის წარმოებისთვის. აქვე მითირებულია ინფორმაცია ძებნილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ და წერია, რომ ის უნდა დააკავონ. პატრიარქ კირილს ბრალი დაუსწრებლად სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენეს: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლება, ასევე აგრესიული ომის გაჩაღება და წარმოება. გამოძიების თანახმად, პატრიარქი „რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს.“ პატრიარქი კირილი დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ჩეხეთის სანქცირებულ პირთა სიაშია. ესტონეთმა და ლიეტუვამ კი, მას თავიანთ ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს.