თეგი: რადოსლავ სიკორსკი
ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
2023 წლის 18 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. „პოლონეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აღიარებაა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასევე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო წარმატებით იყენებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და განიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები,“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბორელი და პოლონელი მინისტრი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს. როგორც ბორელი სოციალუ პლატფორმა X-ზე წერს, საუბრის დროს მათ „გაიზიარეს შეშფოთება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაზრდის შესახებ.“ მხარეებმა ასევე განიხილეს სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ზომების გაძლიერების გზები. „შევთანხმდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით და საზენიტო რაკეტებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გაძლიერების გზები, ვინაიდან მესამე ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ევროპული ექსპორტით შეიძლება, რუსეთში რეექსპორტი განხორციელდეს,“ - წერს ბორელი.
პოლონელი მინისტრი ზურაბიშვილს: თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთობლივ დისკუსიაში მონაწილეობის დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. პოლონელი მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და რომ მის გათავისუფლებაში ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. „ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდათ,“ - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ზურაბიშვილი დისკუსიაში სახელწოდებით - „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ მონაწილეობდა. პანელის მონაწილეთა შორისი ასევე იყვნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი რადოსლავ სიკორსკი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი.
სიკორსკი: უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები უკრაინაში, წარმოუდგენელი არ არის. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა NATO-ს ჯარების პოტენციური ყოფნა უკრაინაში. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა, კერძოდ კი, 1950-1953 წლების კორეული ომის დროს, როდესაც ქვეყნის დასახმარებლად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნების კოალიცია გაემგზავრა. „გახსოვდეთ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში, შეჭრის შემდეგ მალევე 190-დან 140 ქვეყანაზე მეტმა ხმა მისცა იმას, რომ აგრესია, როგორც მიუღებელი რამ დაეგმოთ. ეს უბრალოდ პრესისთვის განცხადება არაა, ეს უფლებრივი ბაზის შექმნაა,” - განაცხადა სიკორსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ ამის გათვალისწინებით „აგრესიის შესაწყვეტად გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია რამე წარმოუდგენელი არ არის“. „ამიტომ ვაფასებ ბოლო დღეები ფრანგულ ინიციატივას. ვინაიდან, ჩემი აზრით, მას კარგი ზრახვები აქვს, კერძოდ კი - რათა სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ეკითხებოდეს საკუთარ თავს, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს, რომ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ და ამიტომ შეძლოს შემდეგი სცენარების დაგეგმვა,” - განაცხადა სიკორსკიმ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია