სიკორსკი: უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები უკრაინაში, წარმოუდგენელი არ არის. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა NATO-ს ჯარების პოტენციური ყოფნა უკრაინაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა, კერძოდ კი, 1950-1953 წლების კორეული ომის დროს, როდესაც ქვეყნის დასახმარებლად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნების კოალიცია გაემგზავრა.


„გახსოვდეთ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში, შეჭრის შემდეგ მალევე 190-დან 140 ქვეყანაზე მეტმა ხმა მისცა იმას, რომ აგრესია, როგორც მიუღებელი რამ დაეგმოთ. ეს უბრალოდ პრესისთვის განცხადება არაა, ეს უფლებრივი ბაზის შექმნაა,” - განაცხადა სიკორსკიმ.


მანვე აღნიშნა, რომ ამის გათვალისწინებით „აგრესიის შესაწყვეტად გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია რამე წარმოუდგენელი არ არის“.

„ამიტომ ვაფასებ ბოლო დღეები ფრანგულ ინიციატივას. ვინაიდან, ჩემი აზრით, მას კარგი ზრახვები აქვს, კერძოდ კი - რათა სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ეკითხებოდეს საკუთარ თავს, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს, რომ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ და ამიტომ შეძლოს შემდეგი სცენარების დაგეგმვა,” - განაცხადა სიკორსკიმ.


საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო.

კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა.


NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.