თეგი: რუმენ რადევი
ბულგარეთის პრეზიდენტმა და დმიტრო კულებამ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის აღდგენის გზებზე იმსჯელეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის საკითხი და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. „ჩვენ ასევე შევთანხმდით სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების აუცილებლობაზე, რათა შენარჩუნდეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება", - თქვა კულებამ. ოთხშაბათს Twitter-ზე. დიმიტრო კულება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება. 19 აპრილს, დმიტრო კულება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს კირილ პეტკოვს შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარელ კოლეგა თეოდორა გენჩოვსკასთანაც გამართა მოლაპარაკებები. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს რამდენჯერმე უწოდა „კონფლიქტი“. „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს ჩვენს რეგიონში. კონფლიქტი აფართოებს მის სივრცით მასშტაბებს“, - განაცხადა რუმენ რადევმა, რომელიც ვარაუდობს, რომ „კონფლიქტი“ გადაიზრდება გამომფიტველ ომში და არ არსებობს სამხედრო გზით მისი გადაჭრა. უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც სოფიაში ვიზიტით იმყოფება, გამოთქვა იმედი, რომ ბულგარელ ხალხს „ესმის, რომ ეს კონფლიქტი კი არა - ომია, რადგან „კონფლიქტის დროს ქვეყანას მილიონობით ადამიანი არ ტოვებს“. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბულგარეთს ურჩევნია, იარაღი მიაწოდოს უკრაინას, რომელიც ამით ევროპას იცავს. „ის, რაც თქვენ დაგრჩათ, არასაკმარისი იქნება თქვენი არმიისთვის რუსეთთან საომრად, თუ ის აქ მოვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრისას. ვიზიტის დროს ზელენსკი ასევე შეხვდა ბულგარეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს, რომელსაც ბულგარეთის პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიციები აქვს. „ბულგარეთი თანმიმდევრულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, რადგან ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის", - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ. მისივე თქმით, .რუსეთმა უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, 6 ივლისის შეხვედრაზე სოფიაში რუმენ რადევმა კვლავ გაიმეორა, რომ წინააღმდეგია უკრაინაში იარაღის გაგზავნის და მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. რადევი კიევის იარაღით დახმარებას ომის წაქეზებად მიიჩნევს. ივნისის ბოლოს პრემიერ-მინისტრ დენკოვის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება პარლამენტის 2022 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაეგზავნოს. მაგრამ ბულგარეთის მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი იარაღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება. ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მისი შინაარსი არ დაუზუსტებია. 15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.
უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico
უკრაინამ ბულგარეთის პრორუსული პრეზიდენტი მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა. რუმენ რადევის მტკიცებით, კიევია დამნაშავე რუსეთთან ომში და „უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.“ Politico-ს თანახმად, რადევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ ომს უკრაინა დაჟინებით ითხოვს, ხოლო მის საფასურს მთელი ევროპა იხდის." „მის კომენტარს უკრაინის საელჩო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უკრაინის ომში დადანაშაულება, რომელსაც ჩრდილოელმა მეზობელმა მოღალატეობრივად შეუტია, რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეზისია ევროპაში.“ საელჩომ ასევე განაცხადა, რომ კიევი მთელ ძალისხმევას მშვიდობის სწრაფად დამყარებაში დებს. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უარყო რადევის პოზიცია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომს ახანგრძლივებს“, - წერს თავის მხრივ Associated Press-ი. ბულგართესა და უკრაინას შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამ თვის დასაწყისში სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომს „არავითარი სამხედრო გადაწყვეტა“ არ აქვს და „სულ უფრო და უფრო მეტი იარაღი ამას ვერ მოაგვარებს". ზელენსკიმ მას უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამანადგურებელი ომი უკრაინელების წინააღმდეგ წამოიწყო და არა სხვა ქვეყნების. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია
ბულგარეთის პრეზიდენტი: ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება და შემთხვევითი არ არის, რომ სერბეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი არის საერთო ინტერესების პროექტი. ამის შესახებ მან ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა. სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის
რატომ აჩერებენ პოლონეთი და ბულგარეთი უკრაინის შეიარაღების დაფინანსებას
ბულგარეთი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვის დაფინანსების მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ მიიღებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა დუბლინში, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე ბიუჯეტის დეფიციტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი კიევს საბრძოლო მასალას ჯერჯერობით აღარც საკუთარი საწყობებიდან მიაწვდის. პროგრამა PURL-ის დაფინანსების „დროებით“ შეწყვეტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები კიევისთვის აშშ-ში იარაღს ყიდულობენ, პარასკევს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიზეზებად ვარშავას დიდი ბიუჯეტის დეფიციტი და თავდაცვის მაღალი ხარჯები დაასახელა. „ჩვენ გავუწიეთ და ვაგრძელებთ უკრაინისთვის მნიშვნელოვან დახმარებას. თუმცა, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, პოლონეთი დამატებით თანხებს არ ჩადებს, რადგან ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია,“ - განმარტა ტუსკმა. ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ილიანა იოტოვამ, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფას. ბულგარეთი აწარმოებს საბჭოთა ნიმუშის საბრძოლო მასალებს, რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტოდორ ტაგარევი Financial Times-თან საუბარში აცხადებდა, რომ უკრაინას პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით, ბულგარული სამხედრო წარმოების შეიარაღების ნახევარზე მეტი მიეწოდება. ბულგარეთის ხელისუფლება ასევე იძიებდა ქვეყანაში საბრძოლო მასალების საწყობებში გასულ წლებში მომხდარი აფეთქებების სერიაში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას. დამოუკიდებელი გამოძიებების მონაცემებმა აჩვენა, რომ საბოტაჟის ამ აქციებში, ისევე როგორც იარაღის მწარმოებელი კომპანია EMCO-ს მფლობელის, ემელიან გებრევის საწამლავ „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში, რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები 2026 წლის გაზაფხულზე დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, „ჩრდილოეთის“ სპეციალური ოპერაციების ცენტრისთვის უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების სახელობის საპატიო წოდება მიენიჭებინა.“ პოლონეთში უკრაინის მეამბოხეთა არმიას მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინში პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე პასუხისმგებლად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) მექანიზმის ამოქმედება 2025 წლის ივლისში გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის უსასყიდლოდ გადაცემაზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის ივლისში პროგრამის ამოქმედებიდან მასში 29 ქვეყანა (NATO-ს 26 წევრი და 3 პარტნიორი, მათ შორის ავსტრალია და ახალი ზელანდია) ჩაერთო და სულ 6.7 მილიარდ დოლარამდე მობილიზდა. პროგრამის მთავარი დონორები არიან:• ნორვეგია — 1.36 მილიარდი დოლარი;• ნიდერლანდები — 1.163 მილიარდი დოლარი;• გერმანია — 900 მილიონი დოლარი;• კანადა — 834 მილიონი დოლარი;• შვედეთი — 546 მილიონი დოლარი