ბულგარეთის პრეზიდენტი: ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება და შემთხვევითი არ არის, რომ სერბეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი არის საერთო ინტერესების პროექტი. ამის შესახებ მან ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა.

სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.


აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.