თეგი: რუსეთ-უკაინის ომი

უკრაინა კიდევ ერთი დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლი გათავისუფლებულია. "მივდივართ წინ", - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამზე. როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია. ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. როვნოპოლის დაკარგვას რუსეთის წყაროები ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. მანამდე უკრაინის მეომრებმა ამ რაიონში დაიკავეს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომლებსაც შარშანდელი გაზაფხულიდან რუსეთი აკონტროლებდა. თუმცა ღრმა გარღვევა არ მომხდარა.  

ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება - ჰუმენიუკი

დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.   „ლოგისტიკა გართულებულია და შენელებულია. გზები მაინც არსებობს, რომლებსაც გამოიყენებენ, თუმცა ეს მარშრუტები გადატვირთულია, რადგან იგივე მიმართულებებია გამოყენებული როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საჭიროებებისთვის,“ - განმარტა ჰუმენიუკმა.   მისი თქმით, მტერი ხიდების რემონტისთვის ჯგუფების შექმნას ცდილობს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია.   „ეს ნიშნავს, რომ პონტონური გადასასვლელები, როგორც ალტერნატივა, უსაფრთხო არ არის", - აღნიშნა ოპერატიული სარდლობის - სამხრეთის ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელმა.   ცნობისთვის, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ქერჩის ხიდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ბოლოს 12 აგვისტოს იუწყებოდა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას

დიდი ბრიტანეთი უკრაინას $114 მლნ-ის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას მიაწვდის

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა სამ კონტრაქტს, რომელიც უკრაინისთვის საერთო ჯამში 114 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებას გულისხმობს. ნორვეგიულ კომპანია კონგსბერგთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის 71 მილიონი დოლარის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო სისტემის შეძენას ითვალისწინებს. ასევე საუბარია CORTEX Typhon-ის სისტემაზე, რომლის მიწოდების შესახებ ნორვეგიელმა მწარმოებელმა ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა. ორი სხვა გარიგება ასევე ითვალისწინებს საჰაერო თავდაცვას, მაგრამ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მათ შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს. აღნიშნულია, რომ გარიგებები დაიდო საერთაშორისო ფონდის (IFU) ფარგლებში, რომელმაც ახლა 770 მილიონ ფუნტზე მეტი შეაგროვა უკრაინისთვის ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად. ივნისში ცნობილი გახდა, რომ ფონდი დამატებით, 92 მილიონი ფუნტი სტერლინგით შეივსებოდა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად.  

პარტნიორების დახმარების დაგვიანების შემთხვევაში, გეგმა B გვაქვს - უკრაინის ეკონომიკის მინისტრი

უკრაინა ევროკავშირისა და აშშ-სგან დაფინანსების შეფერხების შემთხვევაში, რამდენიმე ვარიანტს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამუშავებს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. რა გეგმა აქვს ევროკავშირს უკრაინის დახმარებაზე უნგრეთის ვეტოს შემთხვევაში მან აღნიშნა, რომ 2024 წლის პირველი თვეების მოკლევადიან პერსპექტივაში მთავრობას აქვს ალტერნატიული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს დაფინანსების დაგვიანების შემთხვევაში. ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებობს სოციალური გადასახადების შეფერხების რისკი, რადგან მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს მხარდაჭერას უკრაინის მექანიზმის ფარგლებში თებერვალში და დაფინანსებას მარტის ბოლომდე გამოყოფს. „პარტნიორების მხარდაჭერა უკიდურესად კრიტიკულია. ჩვენ ეს სასწრაფოდ გვჭირდება,“ - აღნიშნა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა. როგორც ცნობილია, უკრაინამ მოიზიდა 42 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საერთაშორისო დახმარება, რამაც კიევს ყველა გადაუდებელი ხარჯის დაფინანსების საშუალება მისცა.  

"საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია" - შვეიცარიაში ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმარკი და ვიცე - პრემიერი იულია სვირიდენკო. „საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება. „შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არცელებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა ორმხრივი თანამშრომლობა და ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები. ისაუბრეს რუსეთის საჰაერო ტერორზე უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ. „ჩვენი ქვეყანა ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს ელექტროენერგიის გამომუშავების აღსადგენად. მადლობა სამიტში მონაწილეობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთიანი ვართ ამ საკითხში. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. “დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა უკრაინა და საქართველო ევროკავშირში იქნებიან - ერთად და სამუდამოდ,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე ასევე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს. ჯოზეფ ბორელთან საუბარი კი, მისი თქმით, ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. „დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „გამჭრიახი საუბარი“ ჰქონდა ბორელთან უკრაინის მშვიდობის სამიტზე, რომელიც განსაკუთრებით დროულია იმ დროს, როდესაც საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა. „ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი,“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის განვითარების ევროპული გზის მხარდამჭერი და დამცველია. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ, აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებასა და ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესს. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მოლდოვის პრეზიდენტს კი, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ გზაზე მალე ერთად განაგრძობენ სვლას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვეიცარიაში სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და მოლდოვის ევროპული გზის მიმართ. „პრეზიდენტებმა შეხვედრისას მოსაზრებები გაცვალეს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის დღევანდელ რეალობასა და ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების მიხედვით, მიმდინარე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების დროს აძლიერებს ჰიბრიდულ ომს და განსაკუთრებით ააქტიურებს პროპაგანდას, რომელთან გასამკლავებლად ერთობლივი საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით, რომელიც თანხვედრაშია ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. მშვიდობის გლობალურ სამიტში, 15-16 ივნისს ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.  ღონისძიებაში არ მონაწილეობს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, ჩინეთმა კი, მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტში სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას