თეგი: რუსეთ-უკრანის ომი
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე აწარმოებს - პოდოლიაკი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი აწარმოებს. „არსებობს გარკვეული კონტაქტები, მაგრამ ჰუმანიტარული ჯგუფების დონეზე. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვჭირდება პატიმრების და გვამების გაცვლასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. თუ შესაძლებელია, გარკვეული ჰუმანიტარული დერეფნებიც უნდა გაიხსნას. პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები შეჩერებულია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში პაუზაა, რადგან რუსეთი პოზიციების გასაძლიერებლად არმიის გამოყენებას აგრძელებს. პოდოლიაკმა არარეალური უწოდა რუსეთის პირობებს, რაც მისი შეფასებით, ომს მხოლოდ აჭიანურებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
სანქციების გამო, გერმანიას ათი რუსული თვითმფრინავი ვერ ტოვებს
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ათი რუსული თვითმფრინავი გერმანიის აეროდრომებზე რჩება. DW-ს ცნობით, ძირითადად საუბარია საქმიანი მიზნით გამოსაყენებელ თვითმფრინავებზე ან ჩარტერულ ფრენებზე. კერძოდ, თვითმფრინავები გაჩერებულია ლაიფციგში, კიოლნში, ფრანკფურტსა და ბადენ-ბადენში. გარდა ამისა, RND Group-ის თანახმად, Airbus A320 თვითმფრინავი, რომელიც ოდესღაც იჯარით იყო გაცემული რუსული გადამზიდავის მიერ, მიუნხენშია გაჩერებული. ეს თვითმფრინავები ქვეყანას სანქციების გამო ვერ ტოვებენ. გერმანიამ რუსული თვითმფრინავებისთვის ცა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ჩაკეტა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ რუსულ თვითმფრინავებს შეუძლიათ, მიიღონ მხოლოდ ძირითადი ტექნიკური მომსახურება. აკრძალულია ნებისმიერი სხვა ზომა, ისევე როგორც სათადარიგო ნაწილების მიწოდება. Reuters-ი 9 აგვისტოს იუწყებოდა, რომ რუსულმა ავიახაზებმა, მათ შორის „აეროფლოტმა“, სანქციების გამო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყო.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 6 წყალქვეშა დრონს გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 6 წყალქვეშა დრონს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცეელებს. "უკრაინას ექვს წყალქვეშა თვითმფრინავს გადავცემთ, რათა დავეხმაროთ და სანაპირო ზოლის ნაღმებისგან გაიწმინდოს. ასევე, მარცვლეულის ტრანსპორტირება უფრო უსაფრთხო გახდეს", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უფიხიალურმა წარმომადგენელმა. ამასთან, გაერთიანებული სამეფო სპეციალურ წვრთნებს ჩაუტარებს უკრაინის საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის ათობით წევრს იმისთვის, რომ მათ დრონების გამოყენება შეძლონ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დმიტრო კულება: უკრაინისთვის იარაღის სწრაფი მიწოდება გამარჯვებასთან და მშვიდობასთან გვაახლოებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარტნიორები, რომლებიც კიევის მოთხოვნებს, იარაღის მიწოდებით პასუხობენ, ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებებში მონაწილეობენ. კულებას შეფასებით, იარაღის სწრაფი მიწოდება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს. „იარაღი, იარაღი, იარაღი ჩვენს დღის წესრიგში გაზაფხულიდან აქტუალურია. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებმაც უპასუხეს ჩვენს მოწოდებებს: უკრაინის ბრძოლის ველზე ჩვენს წარმატებებს ერთად ვიზიარებთ. დღის წესრიგში ახლა მნიშვნელოვანია - განრიგი, განრიგი და განრიგი. სწრაფი მომარაგება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს“, - წერს კულება Twitter-ზე. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში, 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე რუსულმა ძალებმა დაიკავეს აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის დროს.
ომის შედეგად, 488 ბავშვი დაიღუპა - უკრაინა
ომის შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში. „2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება ", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი უკრაინაში დაიღუპა
უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი, როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა. სააგენტო წერს, რომ ჟურნალისტი დაიღუპა „უკრაინული დაბომბვის დროს“, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილიევკიდან სოფელ ვლადიმიროვკისკენ. ამავე წყაროს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ჭურვებით განხორციელებულ იერიშში მოყვა რუსეთის რამდენიმე ჟურნალისტი. დაიღუპა „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი, რომან პოლშაკოვი და ოპერატორი, დმიტრი შიკოვი, ხოლო მათ შორის, ვინც ცეცხლის ქვეშ მოექცა, იყვნენ TASS-ისა და ტელეკომპანია „როსიის“ კორესპონდენტები. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან ომს ათობით უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი და ბლოგერი ემსხვერპლა. მათ შორის, ვერა გირიჩი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი, გასული წლის აპრილში კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უკრაინელი ფოტოგრაფი, მაქსიმ ლევინი რუსმა ჯარისკაცებმა შარშან მოკლეს. ხოლო რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა კიევის დაბომბვისას დაიღუპა.
Reuters: რუმინეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის საზღვართან გადააქვს
რუმინეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინის საზღვართან აახლოებს. დამატებითი ზომები მოიცავს ოთხი ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავის განლაგებას და არასაფრენი ზონის გაფართოებას მოიცავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომების მიღებას აპირებს. რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა აღიარა, რომ რუმინელი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს მდინარე დუნაის მახლობლად და უკრაინის საზღვართან „შეშინებულია." აშშ-მ რუმინეთში დამატებით, 4 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი განათავსა
Politico: ამ ზაფხულს უკრაინამ შესაძლოა, 60-ზე მეტი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი მიიღოს
დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები და ბელგია ამ ზაფხულს, კიევში 60-ზე მეტი ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავის გაგზავნას გეგმავენ. იტყობინება Politico. უკრაინელები მიიჩნევენ, F-16-ების ფრენის მეტი შესაძლებლობა კიევს დაეხმარება, უკან დააბრუნოს რუსული ძალები ფრონტის ხაზებიდან ისეთ ადგილებში, როგორიცაა ხარკოვი, სადაც მოსკოვი ბოლო კვირებში წინ მიიწევდა. ნიდერლანდებმა, დანიამ, ბელგიამ და ნორვეგიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას ათობით ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის თვითმფრინავს მიაწვდიან. დანიამ ადრე დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველ პარტიას გაუგზავნის, ჰოლანდია კი, მათი მიწოდების დაწყებას შემოდგომაზე გეგმავს. ბელგიამ ასევე გამოაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში პირველი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნოს ამ წლის ბოლოს. დანია, ნიდერლანდები და აშშ ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც გასულ წელს შეიქმნა იმისთვის, რომ კიევისთვის მიეწოდებინათ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და მოამზადონ უკრაინელი მფრინავები.