თეგი: რუსი ოლიგარქები
რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters
Reuters-ის ინფორმაციით, რუსი მილიარდერების კუთვნილი დაახლოებით 5 სუპერიახტა სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ. საზღვაო გადაზიდვების მონაცემთა ბაზის MarineTraffic-ის მიხედვით, სუპერიახტა Clio, რომელიც ალუმინის გიგანტის Rusal-ის დამფუძნებელს ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის, ოთხშაბათს მალდივების უდიდეს ქალაქ მალესთან გამოჩნდა. ამასთან, Forbes-ი იტყობინება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ დააკავა, რომლის ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენს. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. მედიასთან არ კონტაქტობენ არც უსმანოვის წარმომადგენლები. ვაშინგტონმა სანქციები დერიპასკას და სხვა გავლენიან რუსებს 2018 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მათი კავშირების გამო დაუწესა, 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შემდეგ, რასაც მოსკოვი უარყოფს.
იტალიაში რუს მილიარდერს ვილა დაუყადაღეს
იტალიის კუნძულ სარდინიაზე დაყადაღებულია ვილა, რომელიც რუს ოლიგარქს, დმიტრი მაზეპინს და მის ავტომბროლელ ვაჟს, ნიკიტას ეკუთვნით. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“-ი წერს იტალიის პოლიციაში ორ წყაროზე დაყრდნობით. ამასთან, დაყადაღებული ვილა დაახლოებით 105 მილიონი ევრო ღირს. ცნობისთვის, მამა-შვილი მაზეპინები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან. ასევე წაიკითხეთ: ბრიტანეთმა ბოსნიელი სერბების ორ ლიდერს სანქციები დაუწესა ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა
ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს, რომ რუს ოლიგარქებს ქონება ჩამოართვან და უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც რუს ოლიგარქებს ქონება უნდა ჩამოართვან და ეს აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. „დამატებითი დაფინანსების გარდა, კონგრესს ვუგზავნი ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას, რომ რუს ოლიგარქებს ჩამოვართვათ ბოროტად ნაშოვნი სარგებელი, პუტინის კლეპტოკრატებს ჩამოვართმევთ იახტებს, მდიდრულ სახლებსა და სხვა ბოტოტად ნაშოვნ სარგებელს". – თქვა ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე. ჯო ბაიდენის თქმით, ოლიგარქების გაყიდული აქტივები პირდაპირ მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას. „როდესაც ოლიგარქების აქტივები გაიყიდება, შესაძლებელი გახდება შემოსავალი პირდაპირ გამოვიყენოთ უკრაინისთვის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ამ ქვეყნის ასაშენებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. უკრაინული მედიის ცნობით, წინადადებების ეს პაკეტი შექმნის ახალ უფლებამოსილებებს რუსულ კლეპტოკრატიასთან დაკავშირებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, საშუალებას მისცემს აშშ-ს მთავრობას გამოიყენოს შემოსავალი უკრაინის მხარდასაჭერად და შემდგომ გააძლიეროს შესაბამისი სამართალდამცავი ინსტრუმენტები. შეთავაზებებში შედის: - გამარტივებული ადმინისტრაციული ორგანოს შექმნა სანქცირებული ოლიგარქების დაკავებისა და ქონების ჩამორთმევის მიზნით; - კლეპტოკრატების ჩამორთმეული ქონებიდან შემოსავლის უკრაინაში გადატანის შესაძლებლობა რუსული აგრესიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით; - სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის აღკვეთა: ეს წინადადება საშუალებას მისცემს რუსი ოლიგარქების მიერ გამოყენებული ქონების კონფისკაციას სანქციების თავიდან აცილების მიზნით. მოქმედი კანონმდებლობით, აშშ-ს შეუძლია სანქციების დარღვევის შედეგად მიღებული შემოსავლების კონფისკაცია, მაგრამ მას არ შეუძლია კონფისკაცია მოახდინოს სანქციების დარღვევის ხელშესაწყობად გამოყენებული ქონების კონფისკაციაზე. ეს წინადადება ავსებს ამ ხარვეზს. - ფულის კონტროლის ვადის გახანგრძლივება: ეს წინადადება გააუმჯობესებს შეერთებული შტატების უნარს რათა გამოავლინოს ფულის გათეთრების ფაქტები და მოახდინოს ჩამორთმევა, გასამართლების შემდეგ, უცხოური დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების გზით 5-დან 10 წლამდე. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა
გერმანიაში რუსი ოლიგარქის იახტა დააკავეს, რომლის ღირებულება არანაკლებ 400 მლნ ევროა
გერმანიაში, ჰამბურგის პორტში დააკავეს რუსი ოლიგარქის, ფარხად ახმედოვის იახტა, რომლის ღირებულება არანაკლებ 400 მლნ ევროა, ხოლო სიგრძე 15 მეტრია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა, Süddeutsche Zeitung-ი წერს. ცნობისთვის, „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ახმედოვის ქონება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ახმედოვი იმ რუს ოლიგარქებს შორისაა, რომელთაც დასავლეთის სანქციები შეეხოთ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters იტალიაში რუს მილიარდერს ვილა დაუყადაღეს
Reuters: ესპანეთში 15 რუსი ოლიგარქის იახტები, სახლები და სხვა აქტივები აღმოაჩინეს
ესპანეთის ხელისუფლებამ, სანქცირებული 15 რუსი ოლიგარქის კუთვნილი აქტივები, სახელები და იახტები გამოავლინა. Reuters-ს ესპანეთის ნოტარიუსთა გენერალური საბჭოს ფულის გათეთრების აღკვეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიანო გარსია ფრესნომ უთხრა, რომ აქტივები უკრაინაში რუსეთის შეჭრის, 24 თებერვლის შემდეგაა აღმოჩენილი, როცა ოლიგარქები ცდილობდნენ აქტივების დამალვის მიზნით, ზოგიერთ კომპანიაში საკუთარი წილების გადაცემას ნათესავებისა და პარტნიორებისთვის. ფრესნოს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფი 15 ოლიგარქის გარდა, აღმოჩენილია მათთან, ან მათი ოჯახის წევრებთან კავშირის მქონე 105 პირი. მისი თქმით, მათ შორისაა როგორც ძალიან, ასევე, ნაკლებად ცნობილი პირები. ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს აძევებს „ესპანეთში 2004 წლიდან დარეგისტრირებული ტრანზაქციებიდან 1000-ზე მეტი პირის შემოწმებით დაადგინეს, რომ სანქცირებულ ოლიგარქებს წილი ჰქონდათ სულ მცირე 10 ესპანურ და 13 უცხოურ კომპანიაში“, - განუცხადა Reuters-ს მარიანო გარსია ფრესნომ. მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს და ფინანსური დაზვერვის სამსახურს. აპრილის ბოლოს, ესპანეთის მთავრობაში დაადასტურეს, რომ გაყინულია სანქცირებულთა სიაში მყოფ 5 პირთან დაკავშირებული 12 საბანკო ანგარიში და დაყადაღებულია 3 იახტა და უძრავი ქონების 23 ობიექტი. ფრესნოს თანახმად, რუს ოლიგარქებთან კავშირის მქონე კომპანიები ესპანეთში ფლობენ უძრავი ქონების 35-მდე ობიექტს და საბანკო ანგარიშებსა და წილებს ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კომპანიებში
კონგრესმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ შესწორება დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ შესწორება დაამტკიცა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. შესწორების ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის თქმით, ოლიგარქებისთვის ცუდი დღეები დადგა. „ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება უკრაინის დიდი ხნის ტანჯული ხალხისთვის. ეს შვება იქნება ამერიკელი გადასახადის გადამხდელისთვის… ეს ცუდი დღე იქნება ოლიგარქებისთვის”, - აღნიშნა სენატორმა.
იტალიის პორტებში რუსი ოლიგარქების 7 იახტაა დაკავებული - მედია
იტალიის ხელისუფლებისთვის ტვირთად იქცა რუსი ოლიგარქების კუთვნილი იახტების შენარჩუნება, რომელთა აქტივები იტალიაში გაიყინა რუსული ჯარების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ France24 იტყობინება. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის სანქციების გამო, იტალიის პორტებში 7 ასეთი გემია ჩარჩენილი. შემოწმების, რემონტისა და პარკირების ყველა ხარჯი იტალიის მთავრობამ გაიღო. „იახტები, კერძო თვითმფრინავები და ძვირადღირებული ვილები - ეს ყველაფერი ეკუთვნით რუს ოლიგარქებს, რომელთა აქტივები იტალიაში გაყინულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ბრიუსელის მონაცემებით, ეს აქტივები დაახლოებით 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს. მაგრამ ისინი იტალიის მთავრობისთვის „თავის ტკივილად“ იქცა,“ წერს France24. რუსი მფლობელების ადვოკატების თქმით, ამ გემების ჩამორთმევა და სხვა მფლობელებისთვის მიყიდვა შეუძლებელია, როგორც ეს იტალიის ხელისუფლება სურს, რადგან ეს არის საკუთრების უფლების დარღვევა და თავად აქტივებს აქვთ გაყინულის, მაგრამ არა ჩამორთმეულის სტატუსი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ქვეყნებმა დაბლოკეს რუსული ფინანსური აქტივები, რომლებიც 300 მილიარდ ევროს აღემატება. ითვლება, რომ ამ აქტივების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნების ფინანსურ ინსტიტუტებშია, განსაკუთრებით, ბელგიაში.