თეგი: რუსლან სტეფანჩუკი
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება
უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ისარუბა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება. „მე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე იმისთვის, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ხვალ, მასთან მექნება სატელეფონო საუბარი და მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისას. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, როლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ დელეგაციის ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა „იმედის“ ეთერში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. შეგახსენებთ, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პარლამენტში 12 აპრილს გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც უკრაინას უნდა ეწვიოს, „ქართული ოცნებისა“ და ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებისგან შედგება. ჯერჯერობით უცნობია, დელეგაციას უხელმძღვანელებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა ხამნიძის თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ დელეგაციის ვიზიტი გაიმართება უკრაინაში და რომ ეს საორგანიზაციო საკითხები ძალიან სწრაფად მოგვარდეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ამ დროისთვის შეთანხმებულები არიან, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება დელეგაციაში. უფრო მეტი დეტალი 13 აპრილს გახდება ცნობილი. 8 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს. ასევე წაიკითხეთ უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება? ირაკლი კობახიძე: არსებობს ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი უკრაინაში, თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები
უკრაინის რადას თავმჯდომარე: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება
უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება. მისი თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება. „გიგზავნით გულწრფელ სალამს თქვენი მეგობარი უკრაინიდან. დიდ მადლობას გიხდით ტრადიციული ისტორიული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ხალხები გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ ამას ვგრძნობთ ახლაც. ძალიან ბევრი სასახელო, მამაცი მებრძოლი ეხმარება უკრაინას ამ ბრძოლაში მთელი ცივილიზაციის მომავლისთვის. პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის ოცნება იყო, რომ უკრაინა აეღო 48 საათში. ეს არ გამოუვიდა არც 48 საათში და არც 48 დღეში. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგის ინტერესები დღევანდელი მდგომარეობით გადასახედია. ისინი უკვე აღარ საუბრობენ კიევზე, მთლიანად უკრაინაზე. მათი ინტერესი მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთით. რუსეთი აგრძელებს თავისი სამხედროების გადაადგილებას უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით და აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს. ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში, ასევე კრამატორსკთან ახლოს. ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, ომი გაგრძელდება და გაძლიერდება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა „იმედის“ ეთერში. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რუსლან სტეფანჩუკი: მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა
უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზაობა, ეწვიოს უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას! მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვძებნით შეხების წერტილებს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე ის, რაც გვყოფს“, - წერს სტეფანჩუკი. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შეხვდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასეევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია
რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა
მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რასაც ჩვენი ერები ელოდება ჩვენგან. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად, რომ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს
კიევი უნგრეთს აკრიტიკებს
უმაღლესი თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის ლასლო კოვერის განცხადებები და ზოგადად, უკრაინასთან დაკავშირებით ბუდაპეშტის პოზიცია გააკრიტიკა. მისი შეფასებით, მთელი დემოკრატიული სამყარო გაკვირვებით და უნდობლონით უყურებს არა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებს, არამედ უნგრეთის პოზიციას, რომელიც დაჟინებით ესვრის უკრაინას ტალახს და რუსეთს ათეთრებს. „უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ქვეყანაც მალე აღდგება“, - აცხადებს სტეფანჩუკი. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ლასლო კოვერმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „ფსიქიკურ პრობლემებზე“ ისაუბრა იმის გამო, რომ ის „მტკიცედ და ზოგჯერ მკაცრად სთხოვს პარტნიორებს მხარდაჭერას“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერების საკითხს განიხილავენ - რუსლან სტეფანჩუკი
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა „როდესაც ჯერ არ არის კოლექტიური - „დიახ", მაგრამ არის ინდივიდუალური პოზიცია. სათითაოდ, ევროკავშირის ქვეყნები უარს ამბობენ რუსებისთვის ვიზების გაცემაზე. ეს არ საჭიროებს ხანგრძლივ და ვრცელ დისკუსიებს. ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები და ბელგია არ ერიდებიან შეზღუდვების შემოღებას და რუსებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ მათ არ მიესალმებიან ევროპაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა. სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან მისი თქმით, საბოლოოდ, ყველა მიხვდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება და ომის ხელშეწყობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის. საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ამიერიდან, რუსები ვერ შეძლებენ დასასვენებლად წასვლას მსოფლიოს დედაქალაქებში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს. რუსებს ჯერჯერობით შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მონახულება, პირდაპირი საჰაერო კავშირების არარსებობის მიუხედავად. თუმცა დასავლეთის სანქციების სიაში მყოფი პირებისთვის, ბევრი ოლიგარქისა და მაღალი თანამდებობის პირისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პრეზიდენტ პუტინთან, ევროკავშირში მოგზაურობა აკრძალულია. დასავლეთის სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა გამოიწვია.
შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: გვექნება კიევში გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკისთვის გაგზავნილ წერილში იმედს გამოთქვამს, რომ აუცილებლად დადგება უკეთესი დღეები და მოგვეცემა კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, მის აღმატებულება რუსლან სტეფანჩუკს. ძვირფასო რუსლან, ძვირფასო მეგობარო, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინას და უკრაინელ ერს ქაოსი, ნგრევა და ტკივილი მოუტანა. ამავე დროს, ეს იყო უკრაინელების სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის ერთი წელი. აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინა დგას ისე ერთიანად და მტკიცედ, როგორც არასდროს და მომავალ თაობებს გმირობის გამორჩეულ მაგალითს აჩვენებს. ამ დროის განმავლობაში, საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა. ქართული დროშა კიევში, საქართველოს საელჩოში, ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე, საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. 2022 წლის აპრილში, კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას", - წერს პაპუაშვილი.
სტეფანჩუკი ნორვეგიაში: უკრაინას მალე NASAMS-ის ტიპის მეტი სარაკეტო სისტემა ექნება
უკრაინას მალე ექნება მეტი ნორვეგიული სარაკეტო სისტემა (NASAMS), რათა ქვეყანამ დაიცვას თავი და ჩამოაგდოს ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან დასახლებებს დაუმიზნებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ნორვეგიაში NASAMS-ის საწარმოში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მწარმოებლებთან ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაზრდილ მიწოდებაზე.
რუსლან სტეფანჩუკი: 15 წლის წინ, მსოფლიოს უფრო გადაჭრით რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას
უკრაინის რადას სპიკერი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 15 წლის წინ, მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას. რუსლან სტეფანჩუკის თქმით, რუსეთის დამარცხება და ევროპაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ მტკიცე და კოორდინირებული მოქმედებით არის შესაძლებელი. „15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის. დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც მის განადგურებას ყოველთვის ცდილობდა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - მტკიცე და კოორდინირებული ქმედებებით - შეგვიძლია, დავამარცხოთ აგრესორი და დავამყაროთ მშვიდობა ევროპაში", - დაწერა რუსლან სტეფანჩუკმა TWitter-ზე. აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს