თეგი: საგარეო უწყება
საქართველოს საგარეო უწყების საგანგებო განცხადება უკრაინაში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ
საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება: უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები: საქართველოს საელჩო კიევში; გენერალური საკონსულო ოდესაში მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში. „მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით“. საქართველოს საელჩო, კიევი: +380 (63) 376 77 68 +380 (44) 590 69 50 +380 (93) 544 01 17 +380 (63) 376 73 64 +380 (63) 511 73 25 გენერალური საკონსულო, ოდესა: + 380 (63) 176 75 55 +380 (93) 761 17 17 საგარეო საქმეთა სამინისტრო: +995 (32) 2 94 50 50
ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, საგარეო უწყებაში კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დასახვასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათაშორისი კონსულტაციები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, უწყებებისთვის კითხვარის კონტენტის გაზიარება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და სამუშაო ფორმატზე მსჯელობა. შეთანხმდა, რომ გაგრძელდება შეხვედრები, როგორც სამუშაო, ასევე, მაღალ დონეზე. 11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადაეცა ევროკაშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი
უკრაინის საელჩო იუწყება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანდრი კასიანოვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
საქართველოში უკრაინის საელჩოს ცნობით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასიანოვთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გაუქმდა. საელჩოს ცნობოით, ანდრი კასინოვის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ საელჩოში საგარეო საქმეთა სამინისტროდან დარეკეს და აცნობეს, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. მანამდე, კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინზგე განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს ის დღეს პირადად დააყენებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე. „მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ანდრი კასიანოვმა.
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ოლექსანდრ შულგასთან. დროებითი რწმუნებულის საგარეო უწყებაში დაბარება უკრაინული მხარის მიერ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებას უკავშირდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.
საგარეო უწყების შეფასებით, „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საფუძველს მოკლებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის გამო შეშფოთება გამოიხატა, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე განმარტებები ეთხოვა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება კიევში საქართველოს ელჩმაც დააფიქსირა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში ამავე თემაზე: უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს
საგარეო უწყების თანამშრომელი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე: როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე პროტესტს ღიად გამოხატავენ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩეველი გიორგი წიქარიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც "საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას." ცისკარიშვილი ამბობს, რომ სადავო კანონპროექტზე საკუთარი ღია პროტესტის დაფიქსირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, როგორც მოქალაქე და როგორც საჯარო მოხელე. გიორგი წიქარიშვილი სხვადასხვა დროს რუმინეთსა და იორდანიაში მუშაობდა საქართველოს საელჩოებში. „როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტს. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს," - წერს ის. სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პოსტს ასევე აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე პროტესტს უერთდება კიდევ ერთი დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე. ის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანია. „როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია ვგმობ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე - ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!" - წერს ალექსანდრე გოგოლაძე და კოლეგებს მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების საჯარო განცხადებებს წინ უძღოდა ქართველი დიპლომატების განცხადება, რომელშიც ისინი კოლეგებს სთხოვდნენ, დაერღვიათ სიჩუმე და დაეცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი.