თეგი: სავაჭრო ცენტრი
დანიაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC დანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ შორის სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა როგორც ცნობილია, 22 წლის დანიელმა მამაკაცმა, რომელსაც თან ჰქონდა შაშხანა და საბრძოლო მასალა, სავაჭრო ცენტრის რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი. დანიელი გამომძიებლები თავდამსხმელს დღეს დაკითხავენ.
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. უგზოუკვლოდ დაკარგულია 16 ადამიანი
ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა სომხეთის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ცნობით, ცოტახნის წინ, მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დღეს, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანს ეძებენ
15 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, უგზოუკვლოდ დაკარგულებიდან 5 ირანის, ხოლო 1 რუსეთის მოქალაქეა. დაკარგულთა ახლობლების თქმით, ცნობილია, რომ აფეთქების შემდეგ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი იყო ჩახერგილი, თუმცა პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ხანძრისა და აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების შემდეგ სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 62-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 12 საავადმყოფოში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას პირველადი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ევაკუაცია გამოცხადდა
პოლიციის მითითებით სავაჭრო ობიექტები „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზას“ და „ბათუმი მოლის“ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა დატოვეს. პოლიცია სავაჭრო ცენტრებში დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის მივიდა. გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება. ცნობისთვის, გუშინ, 20 იანვარს გამნაღმველები მუშაობდნენ ბათუმის აეროპორტშიც, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.