ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ცნობით, ცოტახნის წინ, მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დღეს, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა.
აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.