15 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მედიის ცნობით, უგზოუკვლოდ დაკარგულებიდან 5 ირანის, ხოლო 1 რუსეთის მოქალაქეა.
დაკარგულთა ახლობლების თქმით, ცნობილია, რომ აფეთქების შემდეგ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი იყო ჩახერგილი, თუმცა პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
ხანძრისა და აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აფეთქების შემდეგ სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 62-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 12 საავადმყოფოში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა.
აფეთქებას პირველადი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.