დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC დანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ შორის სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ცნობილია, 22 წლის დანიელმა მამაკაცმა, რომელსაც თან ჰქონდა შაშხანა და საბრძოლო მასალა, სავაჭრო ცენტრის რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი.
დანიელი გამომძიებლები თავდამსხმელს დღეს დაკითხავენ.