თეგი: სამანტა პაუერი
სამანტა პაუერი: მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე. შესაბამის განცხადებას პაუერი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე“, - აცხადებს სამანტა პაუერი. პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
სამანტა პაუერი: ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სასიხარულოს უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ გააუქმა შემოთავაზებული კანონპროექტები, რომლებიც პაუერის შეფასებით, „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის მუშაობას გაართულებდა“. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. პაუერის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა, რომ სურს ქვეყანა, სადაც დაცულია თავისუფალი გამოხატვის უფლება; ქვეყანა სადაც არის თავისუფალი პრესა და ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზაზე დგას.
USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოზე: ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ. „ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა USAID გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“- იკითხა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით. მისივე ცნობით, ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“. „მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი, ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე, გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - განაცხადა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება. სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები. მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.
სენატორი შაჰინი საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე: ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და გავგზავნით დამკვირვებლებს
საქართველოში მომავალ 2024 წლის არჩევნებზე ისაუბრა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ. „ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა USAID გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“- იკითხა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით. მისივე თანახმად, ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“. „მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი, ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - განაცხადა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება. სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები. მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.
USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა პაუერი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. USAID-ის ხელმძღვანელი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და რათა უკრაინასთან მიმდინარე პარტნიორობას განიხილავს. „კარგია უკრაინაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი პუტინის სისასტიკეს ებრძვის, ისინი მომავლისკენ იყურებიან -ქვეყანას გარდაქმნიან და აღადგენენ. თვალი ადევნეთ მომდევნო რამდენიმე დღეში, რათა ნახოთ, როგორ თანამშრომლობს აშშ მათთან, მომავლის ასაშენებლად,“ - დაწერა პაუერმა. მოსალოდნელია, რომ პაუერი შეხვდება უკრაინელ ფერმერებს, კერძო სექტორის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ენერგეტიკის მუშაკებს, ახალგაზრდებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებს. აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, სამანტა პაუერი USAID-ის ხელმძღვანელად ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2021 წლის 3 მაისს დაინიშნა.
სამანტა პაუერი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოუთმენლად ველი ქართველ ხალხთან მეგობრობის გაძლიერებას
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოუთმენლად ველი ქართველ ხალხთან მეგობრობის გაძლიერებას,“ - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც საქართველსა და შტატებს შორის მეგობრულ კავშირებს ეხება. „აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რაც ორივე ქვეყანას აძლიერებს. სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორობა ეხმარება ქართველებს უკეთესი ცხოვრების შექმნასა და თავიანთი თემების განვითარებაში, USAID-ს წვლილი შეაქვს საქართველოსთვის აყვავებული, დემოკრატიული, ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - ამბობს სამანტა პაუერი.
„უცხოეთის აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის“ - სამანტა პაუერი
რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს? ეს არის კითხვა, რომლითაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა, "ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" - USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს მიმართა. „მე ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გაამკაცრებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება, დადგეს ამერიკის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, თუ საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ?" - ჰკითხა სენატორმა შაჰინმა სამანტა პაუერს, რომელიც სენატის წინაშე სააგენტოს წლიურ ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე სასაუბროდ წარდგა. USAID-ის ხელმძღვანელის თქმით, "უცხოელი აგენტის" შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვვის თავისუფლებაზე. „ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არამხოლოდ აღიარებული, არამედ, ასევე - დაცულიც," - განაცხადა სამანტა პაუერმა სენატორ შაჰინის კითხვაზე პასუხად. სენატორმა ჯინ შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს." ეს კი, მისი თქმით, არის "სვლა ევროპისკენ და უფლებები, რაც თან ახლავს დემოკრატიას, სრულ დემოკრატიას."
USAID-ის ხელმძღვანელი: „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროინტეგრაციისკენ, რისთვისაც ხალხი ასე იბრძოდა
„საქართველოს პარლამენტში განხილული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა ქვეყნის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის ცრუ სტიგმატიზირებას ახდენს. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროინტეგრაციისკენ, რისთვისაც მისი ხალხი ასე იბრძოდა,“წერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
USAID-ის ხელმძღვანელი ე.წ. უცხოური აგენტების კანონის უარყოფით შედეგებზე საუბრობს
აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის განცხადებით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას და ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურას. „საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები ატარებენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს, რაც გამოხატავს მათ იმედებს ევროპასთან ინტეგრირებულ აყვავებულ და დემოკრატიულ მომავალზე. ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ძირს გამოუთხრის საქათველოს ევროკავშირის კანდიდატურას,“ წერს USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
აშშ-მ სომხეთისთვის მხარდაჭერის გაფართოების შესახებ გამოაცხადა
USAID-ის განცხადებით, ამ კვირაში სომხეთში მოგზაურობისას სამანტა პაუერმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ გამოაცხადა, რაც შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ასახავს. ადმინისტრატორმა გამოაცხადა 11,9 მილიონი აშშ დოლარის ახალი დაფინანსების შესახებ, რაც მოხმარდება ციფრული ტრანსფორმაციის, კვების უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და რისკის შემცირების მიმართულებას. წელს შეერთებული შტატების მთავრობამ 65 მილიონ დოლარის დახმარება უკვე გამოაცხადა. USAID-ის ადმინისტრატორმა პაუერმა და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა მხიტარ ჰაირაპეტიანმა USAID-თან და Amazon Web Services-თან (AWS), ახალი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადეს, რისთვისაც USAID $5 მილიონს ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი საწარმოების მხარდასაჭერად და სომხეთის მთავრობის ამბიციური ციფრული ტრანსფორმაციის ძალისხმების გასაძლიერებლად გამოყოფს. „ეს კოორდინაცია არის USAID-ის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი კერძო სექტორში ინვესტიციებისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად და არის EDGE ფონდის ნაწილი, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად დაიწყო. სომხეთის მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია სომხეთის მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეთა მხარდაჭერის გაუმჯობესებას და სომხეთის, როგორც რეგიონში წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრის პოზიციის შემდგომ გაძლიერებას,“ წერს USAID. „ადმინისტრატორმა პაუერმა ასევე გამოაცხადა $500,000 დამატებითი დაფინანსება კატასტროფების რისკის შემცირებისა და საზოგადოების დონეზე საგანგებო მზადყოფნის ღონისძიებების მხარდასაჭერად. ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს საზოგადოებებს, უკეთ მოემზადონ მრავალი საშიშროების რისკებისთვის, როგორიცაა, წყალდიდობა და მეწყერი, მონაწილეობითი რისკის შეფასების მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებითა და რეაგირებისთვის ტრენინგებით. ის ასევე გააუმჯობესებს კატასტროფების მართვის ადგილობრივ შესაძლებლობებს ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებით, მათ შორის, სირენებისა და ვიზუალური სიგნალიზაციისა და ასეთი სისტემების გამოყენების შესახებ ტრენინგებით. USAID ასევე გამოყოფს 3 მილიონ აშშ დოლარს უკვე გამოცხადებულ თანხებში სომხეთის მთავრობის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რათა გააძლიეროს მათი საკომუნიკაციო სისტემები, შესაძლებლობები და პრაქტიკა. USAID რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს სომხეთის მთავრობას მტკიცედ მოპოვებული დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებაში, ყველასთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობის მისაღწევად,“ წერს აშშ-ის განვითარების სააგენტო. USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს სომხეთის პრემიერმაც უმასპინძლა. ფაშინიანის ოფისის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-აშშ სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთში USAID-ის მიერ განხორციელებულ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მტკიცედ გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს რეფორმების მიმართულებით. ასევე წაიკითხეთ: ჯიმ ო’ბრაიენის შემდეგ, სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩადის