თეგი: საპროტესტო აქციები
ბოლივიის მოშიმშილე ექსპრეზიდენტი ციხიდან საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს
ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ჟანინ ანიესი, რომელმაც ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ციხესთან მოსახლეობა შეიკრიბა და ჟანინ ანიესის საავადმყოფოში გადაყვანა გააპროტესტა. ამასთან, ციხის ხელმძღვანელობამ ამცნო სასამართლოს, რომ ანიესის დაწესებულებიდან გაყვანა შეუძლებელია, რის შემდეგაც მოსამართლემ ციხეში ექიმების შეყვანის ბრძანება გასცა.
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადეკეტვა დაიწყეს. დემონსტრანტები ამბობენ, რომ სახლებში არ წავლენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა. ცნობისთვის, ამ წუთებში გადაკეტილია მიასნიკიანის, ჰერაცის, გნუნის, ვარდანანცის ცენტრალური გამზირები და სხვა ადგილები, არის ავტომანქანების საცობები.
უფლებადამცველების ცნობით, ირანში, საპროტესტო აქციებზე 326 ადამიანი დაიღუპა
მაჰსა ამინის პოლიციის განყოფილებაში მკვლელობის შემდეგ, საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 326 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს - Bloomberg ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია Iran Human Rights იტყობინება. უფლებადამცველების თქმით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 326 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 43 ბავშვია. 43 ბავშვიდან 9 გოგონა იყო, სამი კი ავღანეთის მოქალაქე. ასევე გავრცელებულია ინფორმაცია, რომ სულ მცირე ცხრა მომიტინგე ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო გაასამართლეს და სწრაფი სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ირანის ადამიანის უფლებების დირექტორმა მაჰმუდ ამირ-მოღადამმა მოუწოდა გაეროს, შექმნას მექანიზმი, რათა საპროტესტო აქციების ჩახშობისას ირანის ხელისუფლების დანაშაულები გამოიძიოს. ირანში საპროტესტო აქციების მიზეზი მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. ის თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.
ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, სიკვდილით, მეორე ადამიანი დასაჯეს
ირანში, მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობითვის, სიკვდილით მეორე ადამიანი დასაჯეს. მეჯი რიზა რაჰნავარდს, მაშჰადის რევოლუციურმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა „უშიშროების ძალების პირების მიმართ იარაღით მუქარისთვის“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Mizan, რომელიც ირანის სასამართლოს ეკუთვნის. განაჩენი ბრალის წარდგენიდან ხუთი დღის შემდეგ აღასრულეს. რაჰნავარდს ადვოკატთან შეხვედრისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება არ მისცეს. მეჯი რიზა რაჰნავარდი გახდა მეორე მოქალაქე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობითვის, რომლებიც თეირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. პირველი მოქალაქე იყო მუჰსინ შიკარი, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სიკვდილით დასაჯეს. მაჰსა ამინი, რომელიც 13 სექტემბერს ირანის ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ ფაქტის საპასუხოდ, ირანის მოსახლეობა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა.
ირანში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს. დაკავებულებს - მოჰამად ქარამის და მოჰამად ჰოსეინის - ბრალად დემონსტრაციის დროს სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდათ. ოფიციალური ინფორმაციით, ქარამიმ და ჰოსეინიმ თეირანის მახლობლად მდებარე ქალაქ კარაჯში მოკლეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ბასიჯის“ წევრი რუჰოლა აჯამიანი.