თეგი: ყირიმის პლატფორმის სამიტი
ზელენსკი: ანდჯეი დუდასთან განვიხილე ჩვენი ხალხების და ზოგადად, ევროპის თავისუფლების ერთობლივად დაცვის საკითხი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან განიხილა ორმხრივი საკითხების მთელი სპექტრი, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მხარდაჭერა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში პოლონეთის ლიდერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, გაიმართა ნაყოფიერი მოლაპარაკება და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები: „ჩვენი ხალხების და ზოგადად, ევროპის თავისუფლების ერთობლივად დაცვის საკითხი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, დახმარებაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. დუდას ოფისში განაცხადეს, რომ მისი ვიზიტი მოიცავს ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. დუდა ასევე აპირებს, შეუერთდეს ყირიმის პლატფორმას, საერთაშორისო სამიტს, რომელიც პირველად, 2021 წელს გაიმართა. 23 აგვისტოს დაგეგმილ მეორე სამიტს ონლაინ შეუერთდებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
ჯონსონი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან თავის ძალებს არ გაიყვანს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს უკრაინის ყველა საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის უსაფრთხოების დახმარება, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან თავის ძალებს არ გაიყვანს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის გაგრძელებაა ახლანდელი ომი, თუმცა მაშინ ყველას არ ესმოდა, ამის მნიშვნელობა. „მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა გააძლიერა, საერთაშორისო საზოგადოებამ ძლიერად და ერთიანობით მოახდინა რეაგირება. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის სხვა ტერიტორიის ანექსიას. პუტინის თავდასხმის ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ამ საზარელ ომს და არ გაიყვანს თავის ძალებს უკრაინიდან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
კიევი ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტს უმასპინძლებს
ყირიმის პლატფორმის მესამე საერთაშორისო სამიტი, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმის მომავლისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, 23 აგვისტოს კიევში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ემინე ჯაპაროვამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სამიტის მიმდინარეობისას განიხილავენ უკრაინის აღდგენის საკითხებს. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან უკრაინის პარტნიორების გზავნილები ყირიმის პლატფორმის სამიტზე
უკრაინას პარლამენტის წევრები 14 ქვეყნიდან ეწვევიან
ოთხშაბათს, 23 აგვისტოს და ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინას პარლამენტის წევრები 14 ქვეყნიდან ეწვევიან. კიევში ელოდებიან ევროპარლამენტარებსაც. ესტონეთის პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დელეგაციის მიზანია უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს და თავად დამოუკიდებლობის დღეს. დეპუტატებთან და მთავრობასთან შეხვედრებზე განიხილება უსაფრთხოების ვითარება და უკრაინის დახმარება მიმდიანარე ომის დროს. ასევე განიხილება რუსეთის პასუხისგებაში მიცემის საკითხი და აგრესიით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 25-კაციანი დელეგაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს და საპარლამენტო კომისიების ხელმძღვანელებს შეხვდება. დაესწრება უკრაინის პარლამენტის სხდომას. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინას და სხვა ოფიციალურ პირებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე მიიღებს მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტში, რომელიც კიევში გაიმართება. დეპუტატები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, გოსტომელის აეროდრომს და კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ირპინის აეროდრომს მოინახულებენ. დელეგაციაში არიან სტუმრები ავსტრიიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ისლანდიიდან, ირლანდიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და ევროპარლამენტიდან. კიევში დღეს პირველად ჩავიდა პორტუგალიის პრეზიდენტი. უკრაინას ასევე სტუმრობს ლიეტივის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა. ომში მყოფ ქვეყანაში ვიზიტით ასევე იმყოფება უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინა ნოვაკი. მანამდე უკრაინას ეწვია ნიდრელანდების თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, კაისა ოლონგრენი და უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მოდელი წარუდგინა.
სერბეთი ყირიმის პლატფორმას შეუერთდა
სერბეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, წელს ყირიმის პლატფორმის სამიტს სერბეთი შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნისას განაცხადა. „მე მაქვს პატივი, მივესალმო ახალ მონაწილეებს ამ მესამე სამიტზე: ბაჰრეინი, სერბეთი, აღმოსალეთ ტიმორი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუნაის კომისია, იუნესკო და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია. ჩვენი საერთო მიზანი უცვლელი რჩება - შევქმნათ პირობები ყირიმის განთავისუფლებისთვის,“ - განაცხადა კულებამ სამიტის გახსნაზე. მანამდე კულებამ აღნიშნა, რომ შარშან ყირიმის პლატფორმის მონაწილეთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს კიევში ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტი იმართება. უკრაინაში ჩასულ სტუმრებს შორის არიან ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელო დე სოუზა, ფინეთის პრემიერ მინისტრი, პეტერი ორპო. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა