კიევი ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტს უმასპინძლებს

ყირიმის პლატფორმის მესამე საერთაშორისო სამიტი, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმის მომავლისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, 23 აგვისტოს კიევში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ემინე ჯაპაროვამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სამიტის მიმდინარეობისას განიხილავენ უკრაინის აღდგენის საკითხებს.

,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.