თეგი: შავი ზღვის კაბელის პროექტი
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს დღეს აქვს მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით
შავი ზღვის კაბელი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ევროკავშირისგან მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება. „ერთია პოლიტიკური ინტეგრაცია, პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირთან და მეორე არის ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია ჩვენი პარტნიორების განწყობა ევროკავშირიდან იყო, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც იქნება ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი. ჩვენ გვაქვს იმედი ევროკავშირის ძლიერი ჩართულობის, რადგან ეს ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობაა. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებით დღეს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ, როგორც ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანდო და ერთგული პარტნიორი, მომავალშიც გავაგრძელებთ ღირებული და ძლიერი კონტრიბუცია განვახორციელოთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
საუდის არაბეთი მზადაა, შავი ზღვის კაბელის პროექტში ჩაერთოს
საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარემ ხალიდ ბინ აბდულაზიზ ალ-ფალიჰმა, ბაქოში გამართულ აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-7 შეხვედრაზე განაცხადა. „საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ენერგეტიკული პროექტები და შევუერთდეთ აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ", - განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. ცნობისთვის, დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ევროკომისიის პრეზიდენტი: ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ
ელექტროგადამცემი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე, შესაძლოა, ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმოს
უკრაინული მედიის ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ოფიციალურად არ გაჟღერებულა, თუ საქართველოს რომელი რეგიონიდან დაიწყებოდა ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება. „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ, საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი გაჩნდა NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყანა ახლახან შეთანხმდა კიდევ ერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების განზრახვაზე. იგეგმება ჩრდილოეთ-ბალტიისპირეთის წყალბადის დერეფნის მშენებლობა გერმანიიდან - ფინეთში. 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.
შავი ზღვის კაბელის პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტს ისტორიული უწოდა. საქართველო, შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის, ფსკერის კვლევებზე €30 მილიონს დახარჯავს ამის შესახებ მან მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. „ჩვენ გასულ წელს ბრიუსელში წარვადგინეთ „შავი ზღვის კაბელის“ პროექტი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან. ბუნებრივია რუმინეთთანაც, რომელიც ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია ახალ ეტაპზე გადავედით რუმინეთთან ერთად და დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებაზე. მოგეხსენებათ ამ პროექტს შეურბენდათ აზერბაიჯანი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროკავშირმა. ასევე პროექტს შეუერთდა უნგრეთი და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული, ხელშესახები მნიშვნელობის, ისტორიული პროექტი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად განვახორციელებთ. ეს პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
სებასტიან მოლინეუსი: შავი ზღვის კაბელის პროექტი უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უაღრესად სტრატეგიული პროექტია, რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მოუტანს არამხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართოდ - სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროპას“, - განაცხადა დღეს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა, რომელიც წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში ჩატარებულ ოთხი ქვეყნის მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა პროექტისადმი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მოხარულია, მონაწილეობდეს ღონისძიებაში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტის განხორციელების საკითხებზე მუშაობს. „ვფიქრობ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც განახლებად ენერგიას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, და იმედია, მალე სომხეთიდანაც, ევროპაში შემოიტანს, დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს და უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ღონისძიებაში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთავრობათა მაღალი რანგის პირებმა მიიღეს მონაწილეობა - უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორმა ჯავიდ აბდულაევმა და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ ნიკულესკუმ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.
ევროკავშირის კომპანიები შავი ზღვის კაბელების პროექტში ჩაერთვებიან და საქართველოსთან მჭიდროდ იმუშავებენ - ანალიზი
რუმინეთი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ისარგებლოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის შედეგად ენერგიის მიწოდებით. ამბობს ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორი, რადუ კარპი. მისი თქმით, ეს პროექტი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შეუძლია, ძალიან კარგად იმუშაოს ორ არაწევრ სახელმწიფოსთან - აზერბაიჯანთან და საქართველოსთან. „ვფიქრობ, ევროკავშირი ახლა აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის, როგორც ენერგეტიკული ჰაბის მნიშვნელობას“, - განაცხადა კარპმა. პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის წარმომადგენლების პირველი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი: „ახლა მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი მზად არის ასაშენებლად“. ექსპერტი აქვე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ პროექტში ევროკავშირის ბევრი მნიშვნელოვანი კომპანია ჩაერთვება, რაც ძალიან კარგი ასპექტია შავი ზღვის რეგიონისთვის. „ეს კომპანიები უფრო მჭიდროდ იმუშავებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ექსპერტმა. მას მიაჩნია, რომ ამ ენერგეტიკულ ჰაბში მოლდოვის ინტეგრაციის უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს
ბულგარეთი აპირებს, შეუერთდეს ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტს
ბულგარეთი გეგმავს, შეუერთდეს კასპიის ზღვიდან ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ელნურ სოლტანოვმა განაცხადა. „სამხრეთის გაზის დერეფანთან ერთად აზერბაიჯანი ქმნის დერეფნებს მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებისთვის. მაგალითად, ქვეყანამ გასული წლის დეკემბერში მიაღწია შეთანხმებას საქართველოსთან, რუმინეთთან და უნგრეთთან შავი ზღვის ფსკერზე შესაბამისი დერეფნის შექმნაზე კასპიის ზღვიდან ევროპისკენ. ბულგარულმა მხარემ ასევე გამოხატა ამ პროექტში მონაწილეობის დაინტერესება და ჩვენ ველით, რომ ბულგარეთი ოფიციალურად შეუერთდება ამ პროექტს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს - FT „ჩვენი მიზანი, შევქმნათ ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანის ნახიჩევანიდან თურქეთამდე და შემდგომ მსოფლიო ბაზრებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. სოლტანოვმა აღნიშნა, რომ ევროპა და მისი ფინანსური ინსტიტუტები მიესალმებიან ამ პროექტებს და მზად არიან, დააფინანსონ ისინი. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის შეთანხმება გლობალური პროექტი გახდება
აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის მწვანე ენერგიის სფეროში შეთანხმება გახდება გლობალური პროექტი და მოიზიდავს უფრო მეტ ქვეყანას და კომპანიას, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კასპიის ნავთობისა და გაზის 28-ე საერთაშორისო გამოფენის (Caspian Oil & Gas) გახსნაზე. „გასული წლის დეკემბერში ასევე იყო მნიშვნელოვანი მოვლენა ბუქარესტში, მწვანე ენერგიის სფეროში. ცერემონიას დაესწრო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი. ხელი მოეწერა შეთანხმებას მწვანე ენერგიის გადაცემის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გლობალური პროექტი და მოიზიდავს უფრო მეტ ქვეყანას და კომპანიას“, - განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროექტს შეუძლია ევროპაში მინიმუმ 4 გიგავატი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან
აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი, კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის" გადატანის უზრუნბელსაყოფად, ერთობლივ საწარმოს ქმნიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის“ გადაცემის პროექტის განსახორციელებლად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ბუქარესტში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლეგებმა რუმინეთიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან,“ - წერს შაჰბაზოვი სოციალურ ქსელში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბუქარესტში მიმდინარე შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის მთავრობათა ენერგეტიკული უწყებების პირველმა პირებმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. დღეს ასევე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების მიერ ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც, კაბელის პროექტის განვითარება გაგრძელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს თანახმად, მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით, ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მისივე თანახმად, უნგრეთის, საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქში რიგით მე-4 მინისტერიალზე შეიკრიბნენ. „შეუძლებელია, სათანადოდ არ შეაფასო ამ მიზნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონებისთვის. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებაზე, რომელსაც დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, გამოიყენოს შესაძლებლობები და განახორციელოს ჩვენი ხედვა. ეს, ახალი საწარმო შეგვმატებს მოქნილობას, დააჩქარებს ჩვენს პროგრესს და გაზრდის ჩვენი კომუნიკაციის ეფექტურობას. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ შავი ზღვის კაბელი მხოლოდ იდეა იყო, რომელსაც ძირითადად სკეპტიციზმი ხვდებოდა, თუმცა კოლექტიური მონდომებითა და მტკიცე ვალდებულებით ჩვენ ეს იდეა რეალობად ვაქციეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით ხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს. პროექტი 1,195 კმ სიგრძის კაბელის საშუალებით სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემის პირდაპირ ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირებას გულისხმობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 21 ივლისს განაცხადა, რომ წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, 2024 წლის I ნახევარში გასაჯაროვდება
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტზე კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში გასაჯაროვდება. სამხრეთ კავკასიაში "მსოფლიო ბანკის" რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, რომ კვლევა დაადგენს, პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველია თუ არა. „ძალიან საინტერესო პროექტია და ახლა კვლევის ფაზაში ვართ. პროცესს საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს, ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის ფინანსური რესურსით. მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლის პირველი ნახევრის ბოლოს კვლევის შედეგები გასაჯაროვდება. კვლევის შედეგად გავიგებთ, არის თუ არა პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველი, რა დაჯდება და რა სარგებელი ექნება მას. მოგვიანებით, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ამ პროგრამის ნაწილი არიან, გადაწყვეტენ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ საინტერესო შესაძლებლობაზე ვმუშაობთ," - განაცხადა როლანდ პრაისმა. შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
ევროკავშირი შავი ზღვის ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს - FT
ევროკავშირი შავი ზღვაში წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე გამავალ ხაზებზე დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. მისივე თანახმად, 45 მლნ ევროს ღირებულების, 1100 კმ სიგრძის კაბელი, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს. „პროექტის მიზანია, რუსეთზე გამავალი სახმელეთო ბოჭკოვანი კომუნიკაციების ტრანზიტზე რეგიონის დამოკიდებულების შემცირება“, - წერს FT. მისივე თანახმად, 2021 წელს, ევროკავშირი და საქართველო შავი ზღვის ინტერნეტ კაბელის პროექტის აუცილებლობაზე, საქართველოს ციფრული კავშირის გაუმჯობესების მიზნით, ერთობლივად შეთანხმდნენ. თუმცა, უკრაინის ომმა დამატებითი იმპულსი შესძინა პროექტს. გეგმის შესახებ ინფორმირებული ორი ადამიანის თქმით, ბრიტანული Vodafone იკვლევს შავი ზღვის გასწვრივ საკაბელო მარშრუტის განვითარების შესაძლებლობას. კომპანია იმედოვნებს, რომ კაბელი უკრაინას დააკავშირებს ბულგარეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან, შემდეგ კი, სომხეთამდე, ყაზახეთამდე და აზიის სხვა ქვეყნებამდე მიაღწევს.
სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში
თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ქართველ კოლეგებს გააცნო სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, - ინიციატივა, რომელიც მან თბილისში, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე წარადგინა ოქტომბერში. ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მოისმინა ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთის, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი.“ მისი თქმით, საქართველოს მსგავსად, სომხეთშიც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ამ დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. „ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე, ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე, 15 დეკემბერი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მიიღო, მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა გახდა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, არამედ, რეგიონისთვისაც და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია, გაგრძელდეს მაღალი ტემპით ახალ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მსხვილ პროექტებს ვგულისხმობ, ბუნებრივია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს და ჩემს კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს და მინდა ვთხოვო და გადავცე სიტყვა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც ცნობილია, შავი ზღვის კაბელის პროექტში სომხეთის ჩართვას ევროკავშირი მხარს უჭერს. გასული წლის 6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. მისი მიხედვით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები. „კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად,“ ვკითხულობთ 6 ოქტომბრის განცხადებაში. მოგვიანებით, 16 ნოემბერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტში სომხეთის შეერთების მნიშვნელობას.“ 25 იანვარს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში პოტენციურ პროექტებსა და სავაჭრო გზებზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებდა, რომ სომხეთის ჩართულობით არის დაინტერესებული აშშ-ც. ასევე ცნობილია, რომ აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ. ცნობისთვის, შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.
დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით კვლევა ივლისში იქნება დასრულებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის კვლევის პროექტი ივლისში იქნება ხელმისაწვდომი და მისი ვადების გახანგრძლივება იმან გამოიწვია, რომ პროექტში ჩართვის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროექტის დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი მსოფლიო ბანკმა გამოყოს. „ჩვენ ბრიუსელში შევეხეთ შავი ზღვის კაბელის პროექტის მიმდინარეობის საკითხს და შესაბამისად ვისაუბრეთ, მათ შორის, დაფინანსების ობციებზე. თავდაპირველად კვლევასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ივლისში დასრულდება, შესაბამისად, ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი მონაცემები. ასეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. გახანგრძლივება გამოიწვია იმან, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა. შესაბამისად, საკვლევი არეალიც და მიზანიც დაკორექტირდა და გაიზარდა. იცით, რომ საწყის ეტაპზე ეს პროექტი იყო საქართველოს მხრიდან ინიცირებული და საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემები იყვნენ ამაში ჩართულები, ანუ ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორები. თუმცა ამას შემდგომში დაემატა ევროპის მხრიდან უნგრეთი და სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანი. ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ კვლევა. ამ კვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დაემატა ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა უკვე აზერბაიჯანში, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთისა და თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლაც გახდა ამ პროექტის დაკვირვების საგანი. ასევე, ბულგარეთი დამკვირვებელი წევრის სახით დაესწრო მინისტრთა საკოორდინაციო შეხვედრებს. აქედან გამომდინარე, კვლევის ვადები გახანგრძლივდა, თუმცა პირველადი ეკონომიკური შედეგები და რამდენიმე სცენარი არსებობს, რომელიც ჩვენთვის გაზიარებულია. თუმცა ეს არის პირველადი ინფორმაცია, ეკონომიური ნაწილის, რომელიც დღეს მივიღეთ, მაგრამ ხდება დაზუსტება კონსულტანტებთან, ანუ ექსპერტებთან მიდის კონკრეტული საკითხების დაზუსტება. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ივლისში, რომელიც მათ შორის, ბევრ ტექნიკურ მონაცემებს მოიცავს. ჩვენი მიზანია, რომ პროექტი დროში განხორციელდეს ოპერატიულად და იმ პირობებში როდესაც გლობალური მოთხოვნა ძალიან გახსნილია ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე, ძალიან დიდი ხანია მოცდის პერიოდი, როგორც თვითონ კაბელის წარმოების, ისე ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. ანუ სამონტაჟო სამუშაოებზე შეზღუდულია შესაძლებლობები. შავი ზღვა იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ჩვენი კაბელი იქნება არამხოლოდ ყველაზე გრძელი, რაც ამ დროისთვის იგეგმება, ასევე ყველაზე ღრმა. შესაბამისად სპეციფიკური ტექნიკური მონაცემების პროექტია და ამ კუთხით, დავიწყეთ მწარმოებლებთან ინტენსიური შეხვედრები და მუშაობა, რომ მოხდეს გარკვეული პროცესების პარალელურად მართვა, პროექტის ეფექტიანად და დროში სწრაფად განსახორციელებლად. პროექტი მიდის გეგმაზომიერად. რაც შეეხება დაფინანსების საკითხებს, იცით, რომ მსოფლიო ბანკი ჩვენი პირველი პარტნიორი იყო და კვლევაზე თანხები ზუსტად მათ მიერ იყო გამოყოფილი, თუმცა ეს იყო საქართველოს მიერ აღებული სესხი. ასევე ისინი ტექნიკური დახმარების კუთხითაც ჩართულები არიან, დიდი ნაწილი დაფინანსების მოსალოდნელია, რომ ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ იყოს გამოყოფილი, უკვე მშენებლობის ნაწილშიც. გარკვეული ზეპირი შეთანხმებები ამასთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ცალსახაა, რომ ეს პროექტი იქნება და არის უკვე გაცხადებული, რამდენადაც ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა მონაწილეობს ევროპის და საქართველოს საერთო ინტერესების ქვეშ. შესაბამისად, მას გარკვეული ევროპული ფონდებიდან დაფინანსება ეხება, თუმცა დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი მაინც ნაადრევია. მაგრამ ევროპის საინვესტიციო ბანკი, ზოგადად ევროპის სხვადასხვა ფონდი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იქნება. თუ პროექტის განმახორციელებელი მხარეები შევთანხმდით, ამ პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია, რის სურვილსაც გამოთქვამს მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები. ამაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა და ეს დაფიქსირებულია, თუმცა გააჩნია რამდენად დადგება ამის საჭიროება," - განაცხადა მინისტრმა.