თეგი: ხავიერ მილეი
არგენტინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ცხრა სამინისტრო გააუქმა
არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ სამინისტროების რაოდენობა 18-დან 9-მდე შეამცირა. მან ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ეს მილეის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, ადამიანური კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.
არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ზე
არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისი შინაარსის წერილები ხავიერ მილეიმ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს გაუგზავნა. BRICS-ში მოწვევაზე უარის თქმის შესახებ წერილები ასევე გაეგზავნა გაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოების - ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის - ლიდერებს. BRICS-ის ლიდერებისადმი თავის წერილში პრეზიდენტი ხავიერ მილეი აღნიშნავს, რომ მთავრობა, რომელსაც ის ახლა მეთაურობს, „ბევრ ასპექტში განსხვავდება წინა მთავრობისგან, და ამ მხრივ, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება გადაიხედება.“ ცნობისთვის, არგენტინა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას 2024 წლის პირველი იანვრიდან აპირებდა. შეგახსენებთ, BRICS-მა გაფართოების შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა.
არგენტინის პრეზიდენტი ისრაელს ეწვევა
არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა. ხავიერ მილეიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში 11 არგენტინელი რჩება. „მომავალ რამდენიმე კვირაში წმინდა მიწას ვეწვევი, რაც ახალ თავს გახსნის ჩვენს ორ ერს შორის ძმობაში,“ - განაცხადა მილეიმ. არგენტინის პრეზიდენტი ბუენოს-აირესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა. შეხვედრა წმინდა პეტრეს ტაძარში შედგა, მესაზე, როდესაც არგენტინის პირველი ქალი წმინდანად შერაცხეს. „დიდი მადლობა...!!!" მილეიმ რომის პაპთან შეხვედტრის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე ამ წარწერით გამოაქვეყნა. მილეი ორშაბათს, 12 თებერვალს პირადად უნდა შეხვდეს რომის პაპს, მანამდე კი, მოლაპარაკებები ექნება იტალიის ულტრამემარჯვენე პრემიერ ჯორჯია მელონისთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. როგორც Associated Press წერს, ოდესღაც ხავიერ მილეიმ რომის პაპს "იმბეცილი" უწოდა, რადგან მისი შეფასებით, რომის პაპი "სოციალური სამართლიანობის" იდეებს იცავს. მოგვიანებით, მილეიმ ბოდიში მოიხადა იმ შეურაცხყოფისა და კრიტიკისთვის, რომელიც მან ადრე საჯაროდ გამოთქვა რომის პაპის მიმართ.