თეგი: ჰაბი

ყაზახეთი ტრანსსასაზღვრო ჰაბების ფორმირებას გეგმავს

ყაზახეთის პორტ „აქტაუს“ შეუძლია სატრანსპორტო დერეფნების „ჩრდილოეთ-სამხრეთისა“ და „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ ძირითადი ელემენტი გახდეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა კასპიის მეორე ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და უნიკალური სატრანზიტო პოტენციალის გამო, კასპიის ზღვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. მისი თქმით, ყაზახეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოება წარმოადგენს.  „ყაზახეთმა გამოკვეთა დიდი გეგმები ტრანსსასაზღვრო ჰაბების ფორმირებისთვის, რაც გაზრდის ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალს. ეს არის საზღვაო პორტები „აქტაუ“ და „კურიკი“, მშრალი ტვირთების პორტი „ხორგოსი“, სამრეწველო თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრი „ცენტრალური აზია“ და სხვა. ეს ჰაბები ხელს უწყობს სავაჭრო ნაკადების გაფართოებას კასპიის ქვეყნებთან და შემდგომ საერთაშორისო ბაზრებთან“, - განაცხადა ალიხან სმილოვმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივაზე, შექმნას კასპიის სასურსათო ცენტრი, რომელიც შეიძლება აქტაუს პორტში ძირითადი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი გახდეს.  ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რეგიონთაშორისი ვაჭრობის პოტენციალის სრულად განბლოკვის მიზნით, აუცილებელია რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება. მაგალითად, სატრანზიტო და საექსპორტო ტვირთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი. „ეს არის უმოკლესი გზა სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ. გარდა ამისა, არის პოტენციური ტვირთები ინდოეთიდან ჩვენი მიმართულებით. აქტაუს პორტი შეიძლება გახდეს ჰაბი ინდოეთი-სპარსეთის ყურის ქვეყნები-ირანი-ყაზახეთი-რუსეთი მარშრუტზე“, განაცხადა ალიხან სმილოვმა. ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ასევე გამოაცხადა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე არსებული შეფერხებების აღმოფხვრის აუცილებლობა, რათა ტვირთების ნაკადები ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის გაიზარდოს.  „ყაზახეთი მზადაა დაიწყოს პრაქტიკული ერთობლივი ქმედებები რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გასაძლიერებლად. დღეს ჩემს კოლეგებთან შევთანხმდით, რომ ამ სამუშაოს ახლავე დავიწყებთ, შევიმუშავებთ შესაბამის საგზაო რუკას და დავიწყებთ ჩვენი სატრანზიტო მარშრუტების პოტენციალის გაფართოებას“, - აღნიშნა ალიხან სმილოვმა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება

ერდოღანის თქმით, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრაზე გაზის საკითხზე კონსენსუსამდე მივიდნენ. ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ შევქმნით რუსული გაზის ჰაბს თურქეთში. თავად პუტინმა თქვა, რომ ევროპას შეუძლია გაზის შეძენა თურქეთის გავლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, დღეს ევროპის ქვეყნები აქტიურად ეძებენ გაზის შესყიდვის გზებს, თურქეთს კი მსგავსი პრობლემები არ აქვს. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

თურქეთმა შესაძლოა, ახალი გაზსადენი ააშენოს

გაზის ჰაბის შექმნის ფარგლებში, თურქული ნაკადის გაფართოებისთვის, არ არის გამორიცხული კიდევ ერთი მილსადენი აშენდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იბრაჰიმ კალინმა განაცახდა.  აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი „ახლა ფუნქციონირებს „თურქული ნაკადი“, შესაძლოა, მისი გაძლერება და კიდევ ერთი გაზსადენის აშენება. ამის შემდეგ კი, შეიქმნება სრულიად ახალი ენერგეტიკული რუკა აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ, ჩრდილოთიდან-სამხრეთისკენ. ეს თუ მოხდება, მაშინ თურქეთი არ იქნება მხოლოდ გაზის სატრანზიტო ქვეყნა, არამედ აქ შესაძლებელი იქნება გაზის მარშრუტების განსაზღვრა “, -  განაცხადა კალინმა.  რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაზის ჰაბის შექმნის საკითხს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან დეკემბრის დასაწყისში, აშხაბადში ვიზიტისას განიხილავს. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, უკვე გააკეთეს განცხადებები თურქეთში ენერგეტიკული ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც იგეგმება, თურქეთი ბუნებრივი აირის განაწილების ცენტრი გახდება. გაზის ჰაბის შექმნის საკითხის განხილვა მომავალი თვის დასაწყისში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, აშხაბადში ვიზიტისას იგეგმება. იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა ერდოღანმა.  ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გარდავქმნით საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა და CAREC – 2030 პროგრამის მიზნების რეალიზებას მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. „საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის. მოხარული ვარ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში (2022 - 2027 წწ.) რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის, 5,6%  - ის ოდენობით ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებითა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის პოსტ-პანდემიის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკის „მწვანე“, მდგრად და ინკლუზიურ აღდგენას ითვალისწინებს. „ეს არის ჩარჩო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პროდუქტიულობა რეგიონის მასშტაბით დიგიტალიზაციის, ინოვაციებისა და ინვესტიციების გზით. ეს მოგვცემს საშუალებას გვქონდეს მდგრადობა მომავალი გამოწვევების მიმართ, აღვადგინოთ ვაჭრობა და გავხდეთ უფრო ძლიერი, უფრო დაკავშირებული და უფრო ინკლუზიური“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, CAREC 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგის მიზნებს სტრატეგია 2030-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს CAREC-ის წევრებს გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ინტეგრირებაში, საბოლოო ჯამში მათი ზრდის პოტენციალის გაძლიერებასა და რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. „ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაძლიერებას CAREC-ის რეგიონში ერთობლივი მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად - რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის ორ კონტინენტზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.