კალინი: თურქეთში ჰაბის ამოქმედების შემდეგ, ერაყიდან და ირანიდან ევროპისთვის გაზის მიწოდება გახდება შესაძლებელი

თურქეთმა აშშ-სა და ევროკავშირს, ერაყიდან და ირანიდან გაზის ევროპაში გადატუმბვის შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა. 

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც ღურქეთში გაზის ჰაბი ამოქმედდება. 

 „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გაზის ჰაბის პროექტში ჩავრთოთ [გაზის მიწოდება ევროპაში] გაზის ნაკადები ერაყიდან, თურქმენეთიდან TANAP-ის გავლით.  ზოგიერთ ევროპელ და ამერიკელ კოლეგას კი შევთავაზე, რომ ამ ენერგეტილული რუკის მიხედვით, რაღაც მომენტში შესაძლებელი იქნება ირანიდან გაზის მიწოდება. ვიცი, რომ შეიძლება ეს ზედმეტად რადიკალურად ჟღერდეს, მაგრამ რატომაც არა, ვითარება იცვლება, მაგრამ ენერგიაზე მოთხოვნა მზარდია“, - განაცხადა კალინმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტისას დაკარგული გაზის მოცულობის გადამისამართება.

ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქთში ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ კერად გადაიქცევა.


ასევე წაიკითხეთ: