თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაზის ჰაბის შექმნის საკითხს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან დეკემბრის დასაწყისში, აშხაბადში ვიზიტისას განიხილავს.
ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, უკვე გააკეთეს განცხადებები თურქეთში ენერგეტიკული ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც იგეგმება, თურქეთი ბუნებრივი აირის განაწილების ცენტრი გახდება.
გაზის ჰაბის შექმნის საკითხის განხილვა მომავალი თვის დასაწყისში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, აშხაბადში ვიზიტისას იგეგმება. იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა ერდოღანმა.
ასევე წაიკითხეთ: