თეგი: ჰუმანიტარული დახმარება
თურქეთიდან უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება
თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება უკრაინაში პირველადი დახმარების კოლონას გაგზავნის. დახმარება მოიცავს სასაწყობო კარვებს, საოჯახო ტიპის კარვებს, მობილური კვების მანქანებს, ამბობს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელ. „უკრაინის წითელ ჯვართან კოორდინირებულად, ჩვენ ვგზავნით ჰუმანიტარული დახმარების კოლონას უკრაინაში გადაუდებელი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა Twitter-ზე. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
აშშ უკრაინას დამატებით $54 მილიონამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
აშშ უკრაინას დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება. „უკრაინის ხალხს შეერთებული შტატები დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამ დახმარების მეშვეობით ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეძლებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ საჭიროება და რომლებიც ახლახან დაზარალდნენ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით $10 მილიონს გადასცემს
სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 10 მილიონ დოლარს გადასცემს. CNN-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინას დახმარება, მეზობელ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მიეწოდება. „ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ეფექტურად დაეხმარება უკრაინელ ხალხსა და ლტოლვილებს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ კონტრიბუციას უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული: მადლობელი ვარ, ჰუმანიტარული ნაკადი არ მცირდება
„უკრაინა მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს, რომელიც ეხმარება უკრაინის მოქალაქეებს, იღებს და ასახლებს მეზობელ ქვეყნებში, ასევე, იმ ქვეყნებში, რომელთაც მათთვის კარი გააღეს", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მადლობელი ვარ, რომ მოქალაქეების, ბიზნესის, ორგანიზაციების მხრიდან, ჰუმანიტარული ნაკადი არ მცირდება. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, არსებობს ორგანიზებული პუნქტები ასეთი დახმარების მისაღებად. საქართველოში უკრაინის საელჩო კოორდინაციას უწევს ჰუმანიტარული ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის უზრუნველსაყოფად. საქართველოს დახმარების, უკრაინაში გაგზავნილია 3 000 ტონაზე მეტი დახმარება. ესაა მედიკამენტები, ტანსაცმელი, საბავშვო კვება და ჰიგიენის საშუალებები. ასევე, მადლობელი ვარ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც ირიცხება საქართველოში უკრაინის საელჩოს ანგარიშზე. ჩვენ გავაკეთებთ მოხსენებას თითოეულ თეთრზე და თითოეულ ადამიანს გადავუხდით მადლობას“, - განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აჭარიდან ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა ილია მეორი: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
ჯონ კირბი: ასადის რეჟიმის მიმართ ჩვენი პოლიტიკის ცვლილებას არ ველით
იქნება თუ არა რაიმე ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ? ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა ონლაინ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისი შეფასებით, რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის. „ჩვენი სანქციები კვლავ ძალაშია, მაგრამ, როგორც თქვენ ალბათ ნახეთ, ერთი კვირის ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ კიდევ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების გადინებას. როდესაც ხალხი იღუპება და მათ ძალიან უჭირთ, შეერთებული შტატები უპასუხებს ამას. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამას ვაკეთებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით - ზოგიერთი ასეთი საკითხი მე ახლახან განვიხილე. მაგრამ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და არც ველით ცვლილებას ჩვენს პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ. ე.წ. მიწისძვრის დიპლომატიაზე ჰკითხეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს, როდესაც თურქეთში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შეფასება სთხოვეს. „ჩვენ დაინტერესებული ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით“, - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას „რა თქმა უნდა, მივესალმებით მსოფლიოს ქვეყნების ძალისხმევას თურქეთის ხალხისთვის, სირიის ხალხისთვის, რომლებიც განადგურებულნი არიან 6 თებერვალს მომხდარი საშინელი მიწისძვრებით. მირზოიანი: სომხეთი დაინტერესებულია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ჩავუშოღლუ: სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს რიგმა ქვეყნებმა აჩვენეს სულისკვეთება, რომელიც აუცილებელი იქნება მიწისძვრის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად. შეერთებული შტატები მაგალითის მიცემას ცდილობს. ჯერჯერობით, ჩვენ უკვე შევიტანეთ ან გამოვაცხადეთ $85 მილიონის მხარდაჭერა თურქეთსა და სირიაში რეაგირებისთვის. მდივანს ექნება შესაძლებლობა, გაემგზავროს თურქეთში უახლოეს დღეებში და უფრო მეტი გვეცოდინება, რას გავაკეთებთ ჩვენი თურქი მოკავშირეებისთვის და სირიის ხალხისთვის უახლოეს დღეებში“. „ჩვენი გზავნილი როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისადმი, ასევე, მთლიანად რეგიონისადმი, არის ის, რომ მოიძებნოს დაძაბულობის დეესკალაციის გზები, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე. ჩვენ ამ ძალისხმევაში ვიყავით ჩართული როგორც ორმხრივად, ისე მრავალმხრივ დონეზე და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ამ საქმის წინსვლისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნები ზუსტად იგივე მესიჯს გამოაგზავნიან“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. სამხრეთ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 38000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ სოლიდარობის გზავნილები ასზე მეტი ქვეყნისგან მიიღო.
დეკემბრის შემდეგ პირველად, „წითელმა ჯვარმა“ ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ყარაბაღის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების კოლონები ერთდროულად გაგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დღეს, ლაჩინის დერეფნისა და აღდამის გზის გავლით, ხორბლის ფქვილს და საჭირო სამედიცინო ნივთებს იმ ადამიანებს აწვდი, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ“, - ნათქვამია განცხადებაში. დახმარება ყარაბაღში ერთდროულად სომხეთიდან ე.წ. ლაჩინის დერეფნით და აზერბაიჯანიდან აღდამის გავლით ჩადის. თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარული დახმარება აღდამის გზის გავლით ხანკანდამდე მივიდა და ტვირთი უკვე დანაწილებულია. როგორც ცნობილია, სომხეთი, 2022 წლის დეკემბრის შემდეგ აზერბაიჯანს ყარაბაღის ბლოკადაში ადანაშაულებს. ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი აფერხებს ე.წ. ლაჩინის დერეფნით სომხეთიდან ყარაბაღში ტვირთების გატარებას, რაც რეგიონში ჰუმანატარული სიტუაციას ამწვავებს. ბაქო ამ ბრალდებას უარყოფს. მიმდინარე თვის დასაწყისში სომხურმა მედიამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ყარაბაღის „ოფიციალური პირები" დაეთანხმნენ ბაქოს მოთხოვნებს, გაეხსნათ აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მრჩეველმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ყარაბაღის უკანონო რეჟიმი არ გზების ერთდროულად გახსნასთან დაკავშირებით ბაქოს შეთავაზებას არ დაეთანხმა. მიღწეულია შეთანხმება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე
გაერო: წელს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მოსახლეობის 40%-ს დასჭირდება
გაეროს შეფასებით, 14,6 მილიონზე მეტ ადამიანს - უკრაინის მოსახლეობის 40%-ს, წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება, იტყობინება გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (OCHA). ამ რიცხვში არ შედის 6,3 მილიონი უკრაინელი, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, იძულებულნი გახდნენ, საზღვარგარეთ გაქცეულიყვნენ. ორგანიზაციის სპიკერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი წლის პირველმა კვირამ უკრაინას მოუტანა თავდასხმების ახალი ტალღა, რომელიც წინა წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი, დაშავება და მათი სახლების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნგრევა ყოველდღიური მოვლენაა. „უწყვეტი, ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაცია დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს,“ - აღნიშნა სპიკერმა. რუსეთი უკრაინაში ორი წლის წინ, 2024 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.