NASA ააშენებს ახალ ტელესკოპს, რომელსაც სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად გამოიყენებენ

NASA-მ წარმოადგინა მრავალმილიარდ დოლარიანი ტელესკოპის საწყისი გეგმა, რათა უცხო სამყაროში სიცოცხლე აღმოაჩინოს. 

NASA 2040 წლისთვის გეგმავს ახალი ტელესკოპის აშენებას, რომელიც ჯეიმს უებს ჩაანაცვლებს. მას სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად გამოიყენებენ. ახალი ტელესკოპის გაშვება სულ მცირე 11 მილიარდი დოლარი დაჯდება.

ტელესკოპის შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი. 

გარდა ზოგადი ასტროფიზიკური ამოცანებისა, სავარაუდოდ, ტელესკოპს ასევე უნდა შეეძლოს, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინოს დედამიწის მსგავს 25 ახლომდებარე ეგზოპლანეტაზე.