გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრის ვრეიმ განაცხადა, რომ ჩინური სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყურადღებას იმსახურებს.
მიჩიგანის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ურეიმ გამოთქვა შეშფოთება, რომ პეკინის ადმინისტრაციას შეუძლია, TikTok-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემები „ტრადიციული ჯაშუშური ოპერაციებისთვის“ გამოიყენოს.
„TikTok-ის მფლობელ კომპანიას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს. ეს მათ აძლევს იმის პოტენციალს, გამოიყენოს აპლიკაცია ისე, რომ ეს შეიძლება, ჩვენც შეგვეხოს“, - აღნიშნა FBI-ის დირექტორმა.
„ყველაფერი ეს, მთავრობის ხელშია, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და რომელსაც აქვს მისია, რომელიც ძალიან ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებს. ეს ჩვენ უნდა გვაშფოთებდეს“, - აღნიშნა კრის ვრეიმ.
გასულ თვეში FBI გამოვიდა გაფრთხილებით, რომ TikTok-ზე შეგროვებული მონაცემები შესაძლოა, პეკინის ადმინისტრაციამ „ბოროტად“ გამოიყენოს. TikTok-მა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის არ ინახავს აშშ-ის მომხმარებლის მონაცემებს ჩინეთში, სადაც კანონი მთავრობას საშუალებას აძლევს, აიძულოს კომპანიებს გადასცენ შიდა ინფორმაცია.