თეგი: Wondernet Express Investment Group
ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის და Wondernet Express Investment Group-ის გადაწყვეტილებით, უკრაინაში სოლიდური რაოდენობის გენერატორები და მედიკამენტები გაიგზავნა
ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „Wondernet Express Investment Group”-ის გადაწყვეტილებით, უკრაინაში სოლიდური რაოდენობის გენერატორები და მედიკამენტები გაიგზავნა. უკრაინელი ხალხისთვის განკუთვნილი გზავნილი, დღეს ერთად გააცილეს თავად კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა და კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია,რომ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, კომპანიის და მისი დამფუძნებლების მხრიდან, ამ წლის მანძილზე არაერთი ჰუმანიტარული სახის დახმარება განხორციელდა. ამა წლის მარტის თვეში საერთაშორისო ლოგისტიკურმა კომპანიამ Wondernet Express Investmen group-მა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად კომპანიის სახელით ერთი მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები, პირველადი მოხმარების სასურსათო და საყოფაცხოვრებო ნივთები გაააგზავნა უკრაინაში, ასევე კომპანიის და მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დიმიტრი აბდუშელიშვილის გადაწყვეტილებით და ფინანსური მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების ქალაქებში გაიგზავნა ორი თვითმფრინავი, ომს გამოქცეული ოჯახების, ბავშვების და ქალების საქართველოში გადმოსაყვანად.
Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, ლენტეხში ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' ჩატარდა
13 მაისს, Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, მუსიკის, ხელოვნებისა და კულინარიის ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თემები - ჩოლური, ლენტეხი, ხელედი, რცხმელური, ხოფური, ჩიხარეში და ჟახუნდერი, რომლებმაც საკუთარი მხარის სახასიათო კულინარიული და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი ასევე მოიცავდა ლიტერატურას, პოეზიას, ფოლკლორს, განსაკუთრებით, სვანურ ფოლკლორს. მუსიკალურ და ლიტერატურულ ნაწილს მოიცავდა: ნიაზ დიასამიძე და 33ა - მიჟე ნარი; KORDZ - ლაშხეთი; მწვანე ოთახი - ლაგუშედა; სუხიშვილები - ლილე; სალიო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სვანურ, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან კოლაბორაციით ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“-ს წარდგინება - დაჯილდოება. ლიტერატურულ ნაწილს დავით ტურაშვილი და რატი ამაღლობელი უძღვებოდნენ. წამყვანმა და დამსწრე საზოგადოებამ განსაკუთრებულად აღნიშნეს და პატივი მიაგეს ლეგენდარულ ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას, მის როლსა და მნიშვნელობას ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში. დიდი მაესტროს ხსოვნის საპატივცემულოდ, ფესტივალის სახელით, სიმბოლური ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს, ქალბატონ ლალი სეთურიძე-ერქომაიშვილს, რომელმაც თავის ემოციურ სიტყვაში, ისაუბრა ბატონი ანზორის განსაკუთრებულ სიყვარულზე, სვანეთის და სვანური ფოლკლორის მიმართ. გულწრფელი მადლიერება გამოხატა ფესტივალის იდეის ავტორის, ფინანსური მხარდამჭერის, ბიზნესმენ და მეცენატ დიმიტრი აბდუშელიშვილის მიმართ. ფესტივალის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ფესტივალი ,,სვანსეტი ლენტეხი 2023'' თავის წვლილს შეიტანს ლენტეხის განვითარების საქმეში, უკეთ წარმოაჩენს მის ტურისტულ, გასტრონომიულ, სპორტულ, ლიტერატურულ თუ ფოლკლორის კუთხით არსებულ რესურსს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ,,სვანსეტი ლენტეხი 2023''.
Wondernet Express Investment Group-მა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა
მიმდინარე წლის 18 ივლისს, Wondernet Express Investment Group-ს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ - აბდულა არიპოვისთვის და ვიცე-პრემიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ - ლევან დავითაშვილისთვის. საპატიო სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელმა - დიმიტრი აბდუშელიშვილმა და გენერალურმა დირქტორმა - მამუკა მურჯიკნელმა გააცნეს ბათუმის სასუქების ტერმინალი და მისი მუშაობის პრინციპი. ასევე, განიხილეს ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელობა და მისი, კიდევ უფრო, განვითარების გზები. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი საქართველოს 17 ივლისს ეწვია. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა
სტამბოლში Wondernet Express Investment Group-ის ფინანსური მხარდაჭერით, კასპიის, შავი ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების კონფერენცია გაიმართა
მიმდინარე წლის 14-15 სექტემბერს, სტამბოლში, „Wondernet Express Investment Group“-ის ფინანსური მხარდაჭერით, „Argus Fertilizers 2023, კასპიის, შავი ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა რეგიონულ ბაზრებზე სასუქების ვაჭრობის ნაკადის ცვლილებას და საქართველოს გავლით ნაყარი ტვირთების გადაზიდვას. „Argus”-ის ყოველწლიურ კონფერენციში 500-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სასუქების წარმოების, ლოგისკიტიკისა და ვაჭრობის სფეროში ოპერირებენ.
ბიზნეს ასოციაციაში Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის თავმჯდომარეობით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის თავმჯდომარეობით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. “საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში აქტიურად მონაწილე ბიზნეს სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს, მოქნილი სისტემის შექმნას,“ - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი. თავის მხრივ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ამჟამად აწყდებიან, მათ შორის, საუბარი შეეხო, საზღვრის კვეთის პროცედურებს, სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის საკითხებს და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ, კონტეინერების მოცდენას და ზოგადად წარმოადგენს ლოგისტიკური ჯაჭვის შემაფერხებელ გარემოებას იწვევს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ, როგორც უშუალოდ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები (საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო) ასევე, საბანკო, ნავთობპროდუქტების, რითეილ და სხვა მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც საქონლისა და პროდუქტების ტრანსპორტირებასთან პირდაპირი შეხება აქვთ. დასაწყობების განმახორციელებელი ცენტრების მიერ ყურადღება გამახვილდა რეექსპორტის რეჟიმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და, ზოგადად, ექსპორტ - იმპორტის საკითხებზე. საუბარი შეეხო ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არაგაბარიტული ტვირთების გაცილებისა და გადაზიდვის ნებართვის საკითხებს.
მამუკა მურჯიკნელმა კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის ყოველწლიურ რეგიონულ ფორუმზე, „შუა დერეფანში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის ყოველწლიურ რეგიონულ ფორუმზე, სპიკერად იყო მიწვეული. მიმდინარე წლის ივნისში, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, კავკასია-ცენტრალური აზია-ავღნეთი-მონღოლეთის (CAMCA) ყოველწლიური რეგიონული ფორუმი გაიმართა. აღნიშნული ფორუმის მთავარ საკითხს „შუა დერეფანი“ და რეგიონში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები წარმოადგენდა. ფორუმის ფარგლებში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს (AFPC) ექსპერტისა და ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის (CACI) თავმჯდომარე, დოქტორი ფრედერიკ სტარის ხელმძღვანელობით, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „დიდი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურული პროექტები.“ აღნიშნულ დისკუსიაში იყო სპიკერად მიწვეული მამუკა მურჯიკნელი, რომელმაც ამერიკელ, ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად განიხილა „შუა დერეფანში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამომავლო შესაძლებლობები და გამოწვევები. Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი ვაშინგტონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის კონფერენციაზე: საჭიროა ინვესტიციები საქართველოს პორტების განვითარებაში