თეგი: ადვოკატი

ადვოკატი: ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში პრობლემები შეექმნა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას,  საზოგადოებრივი მაუწყებელის საშუალებით ავრცელებს. Europetime ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ როგორც ადვოკატი და იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ უფროსი პარტნიორი კოორდინაციას ვუწევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ რამდენიმე იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო პროცესს. ამ დავის შესახებ ქართულ მედიაში უცხოეთში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია უკვე დაიბეჭდა და დამატებითი დეტალებით მკითხველს თავს არ შევაწყენ. ამჯერად, საკითხის ირგვლივ რამდენიმე ბოლოდროინდელი შეფასების საპასუხოდ მინდა მოკლეზე რამდენიმე გარემოებაზე მივანიშნო.ჩვენ დღემდე ვერიდებოდით „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავაზე ქართულ მედიაში კომენტარს. ამას შეგნებულად ვაკეთებდით, ვინაიდან ნებისმიერ ასეთ კომენტარს – ჩვენგან უნებლიედ, ხოლო სხვებისგან ალბათ გამიზნულადაც კი – შესაძლოა არასწორი და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოყოლოდა. ამჯერად, ჩვენი მხრიდან კომენტარის სურვილი და აუცილებლობაც „მთავარი არხის“ მხრიდან საზოგადოებისათვის დამახინჯებული შინაარსის ინფორმაციის მიწოდებამ განაპირობა. ასეთმა არაობიექტურობამ და ფაქტების სათავისოდ გაშუქებამ სწორედ რომ იმ შესაძლოდ ვრცელ ინტერპრეტაციას დაუდო საფუძველი, რაზეც უკვე აღვნიშნეთ. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით რამდენიმე აუცილებელი განმარტება.ბატონი ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია.კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა.ბატონი ივანიშვილის პოზიციაა რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა. აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით. სწორედ სამართლისა და კანონმდებლობის მოქმედება იყო ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება დღემდე, ასეთად დარჩება ეს დამოკიდებულება მომავალშიც. ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის.ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუკი აქ წამოჭრილი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ბატონი ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით. მანამდე კი, მოწოდება იქნება, ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავრჩეთ და მათ არ გავცდეთ.ზემოთქმულთან ერთად, მსურს ასევე ჩემი პირადი პოზიცია გადმოვცე. კარგად მესმის ის ემოციური ფონი, რაც ბატონი ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი მასშტაბის საქმეების წარმოებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით მოვუწოდებდი საზოგადოებას ემოციებით შეფასებებისგან თავშეკავებისაკენ, რამეთუ ემოციებით მსჯელობას სარგებელი არასდროს მოუტანია. სანაცვლოდ კი, მხოლოდ დასაბუთებული ფაქტებით, გაწონასწორებული ინფორმაციისა და სამართლის გამოყენებით მსჯელობა არის ფართო საჯარო ინტერესის ნებისმიერ საკითხზე განსჯის ერთადერთი სწორი საშუალება.პრიორიტეტებზე საუბრისას, ორიოდე სიტყვით შემდეგს აღვნიშნავ: ჩვენი ქვეყანა მეტად რთულ დროში, ასევე მეტად რთული გეოპოლიტიკური პროცესების გზაჯვარედინზე მოექცა. სახეზეა არაერთი გამოწვევა, რაც ქვეყნის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას რეალურ საფრთხეს უქმნის. ყოველივე ამაზე მეც ხშირად მიწევს საჯარო საუბარი, ამჯერად უკვე განსხვავებულ ამპლუაში. პირადი შეფასებაა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მაქსიმალური კეთდება, რათა ქვეყანას შეექმნას უსაფრთხო და სტაბილური განვითარების გარემო, დაძლეულ იქნას არსებული გამოწვევები. ამასთანავე, ბატონი ივანიშვილის მიმართ ნებისმიერი კითხვა თუ როგორია მისი პირადი პოზიცია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ეს პოზიცია სწორედ რომ საქართველოს განვითარებისა და მისი საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება. ბატონ ივანიშვილთან ჩემი საადვოკატო საქმიანობის შედეგად მუდმივი კომუნიკაცია სრულ საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების მხრივ მის პოზიციასა და დამოკიდებულებაში ოდნავი ეჭვის შეტანაც კი აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – აღნიშნულია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.

ადვოკატი: დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სანდო ხელშია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებულ სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლის გამოქვეყნებასაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში აპირებს, საზღვარგარეთ, "საიმედო ხელშია". სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილი: მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში ჩინჩალაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, არჩევნების გაყალბებას ეხება. „როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, ეს დოკუმენტები საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში აპირებს მის გასაჯაროებას. არ ვიცი რა დადასტურდება ამ დოკუმენტებით, რაც შეეხება ბრალს, ჯერჯერობით მას ბრალი არ წარდგენია, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ არ გვინახავს, საქმის მასალებსაც არ ვიცნობთ. 13 რეგისტრირებული იარაღი აქვს ბატონ სოსო გოგაშვილს, შესაბამისად, რა საჭირო იყო, დამატებით, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა სახლში, აღნიშნული იარაღები მეუღლის საწოლიდან და მაისურების კარადიდან იქნა ამოღებული. როგორც გოგაშვილის მეუღლე აცხადებს, მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ ჩადეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და ასახელებს კონკრეტულ პიროვნებასაც, ეს გახლავთ გიორგი ღამბაშიძე“, - განაცხადა ჩინჩალაძემ. კითხვაზე, მან მოახდინა თუ არა იარაღის „ჩადება“, ადვოკატი პასუხობს, რომ „სავარაუდოდ, კი“. „სავარაუდოდ, ეს ის პირია და სხვა სამ პიროვნებასთან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდა სოსო გოგაშვილს. როგორც ბატონი სოსო აცხადებს, ღამბაშიძეს პირადი დაინტერესებაც ჰქონდა, ვინაიდან ჩემი გათავისუფლებულია სამსახურიდანო, ასე განაცხადა, ვერ გეტყვით, შური იძია თუ არა, მაგრამ ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მას პირადი მოტივებიც ამოძრავებს“, - განაცხადა ჩინჩალაძემ. ცნობისთვის, 16 ივლისს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.   

ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი შვეიცარიულ ბანკთან დავის შესახებ, იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ ინფორმაციას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი შვეიცარიულ ბანკთან დავაში, იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, „ემ-ქეი-დი“ „კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ შვეიცარიულ მედიაში“ პრესრელიზს ავრცელებს. ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „2022 წლის 7 ივლისს იურიდიული ფირმის „ემ-ქეი-დი“ მიერ გამოქვეყნდა პრეს-რელიზი, რომელიც ბანკისა და მისი სატრასტო სტრუქტურების მხრიდან კლიენტის მიმართ არსებულ ვალდებულებათა იმგვარ დარღვევებს შეეხებოდა, რომლებსაც არათუ გამართლება, არამედ ახსნაც კი არ გააჩნია. მოცემულ პრეს-რელიზში ვაცხადებდით, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში არის და რომ მისი მოქმედებები ანგრევს არათუ უშუალოდ Credit Suisse-ის იმიჯს, არამედ ლახავს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოს რეპუტაციას. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პრეს-რელიზში გაცხადებული ინფორმაცია მიწოდებოდა შვეიცარიულ საზოგადოებასაც, უფრო კონკრეტულად კი, მომხდარიყო მიმართვა შვეიცარიელი კანონმდებლებისა და ფინანსური მარეგულირებლისთვის, რათა მათ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, დაეცვათ ის სისტემა, რომელზეც, დიდწილად დგას შვეიცარიის ეკონომიკა და რომელსაც შეგნებულად, არაერთგზისი და განგძობადი დარღვევებით, მიზანმიმართულად ანგრევს Credit Suisse-ი და მისი მენეჯმენტი. უცვლელად გთავაზობთ ჩვენ მიერ შვეიცარიული მედიისთვის გაზიარებულ ტექსტს, რომელიც, დიდწილად, 2022 წლის 7 ივლისის პრეს-რელიზს ეფუძნებოდა:   [ციტატის დასაწყისი] საყურადღებო სიგნალი შვეიცარიის საკანონმდებლო ორგანოსა და მარეგულირებლისთვის: Credit Suisse-ი შვეიცარიის საფინანსო სისტემის იმიჯს ანგრევს საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული საბანკო ჯგუფის, Credit Suisse-ის წინააღმდეგ გლობალურ დავას აწარმოებს და აღწევს მნიშვნელოვან წარმატებებსაც. ეს მოვლენაც საკმარისია იმაზე სასაუბროდ, რომ Credit Suisse-ი რთულ მდგომარეობაში აგდებს მთელ შვეიცარიულ საბანკო-საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა კიდევ უფრო ღრმა ხასიათისაა, რაც გარდაუვლად საჭიროებს შვეიცარიული საკანონმდებლო ორგანოსა და საფინანსო მარეგულირებლის დაუყოვნებელ ჩარევას, რათა მთელ სისტემასა და სახელმწიფოს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს. ამჯერად, საუბარია იმაზე, რომ, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც ბანკში მომხდარი კანონდარღვევების შესახებ ცნობილი გახდა, ბატონი ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით ხსენებული აქტივები უკვე მრავალი წელია, რაც იმავე ტრასტის მართვით უკვე სხვა შვეიცარიულ ბანკშია განთავსებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Credit Suisse-ს არც ლიკვიდურობის და არც აქტივების დაზოგვის კუთხით უნდა ჰქონდეს დაბრკოლება მოცემული აქტივების კლიენტის ინსტრუქციების შესაბამისად განკარგვაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც. 2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად: ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა. თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა: უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 19 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება. ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც. მეტიც, რჩება განცდა, რომ ბანკის მმართველი რგოლი ამგვარ თავზეხელაღებულ, ბანკის რეპუტაციის დამანგრეველ მოქმედებებს შეგნებულადაც კი მიმართავს, რადგან ამგვარი მოქმედებები სხვა რაციონალური ან ლოგიკური არგუმენტით ვერ საბუთდება. ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მით უმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ. აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს. კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი. ამჯერად კი ბანკის ყოფილი კლიენტი, რომელსაც გულწრფელი სიმპატიები გააჩნია შვეიცარიული სახელმწიფოს მიმართ, ურჩევს და მოუწოდებს შვეიცარიელ კანონმდებლებსა და შვეიცარიულ მარეგულირებელ ორგანოებს, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ ბანკისა და მისი მენეჯმენტის მოქმედებებზე და მოაქციონ იგი სამართლებრივ და საფინანსო სექტორის ლოგიკის ჩარჩოებში და ეს გააკეთონ მანამ, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის. [ციტატის დასასრული] მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება შვეიცარიულ სისტემურ ბანკს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედია საშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ - არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა, თუნდაც, სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და, მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი. შესაბამისად, სტატია თუ სიუჟეტი ყოველმხრივ, ობიექტურ მონაცემებს დაეფუძნებოდა. ჩვენი მხრივ, დაფიქსირებული გვქონდა და გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერ შვეიცარიულ მედია საშუალებას მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და მონაცემები. მიუხედავად ამ მზაობისა და მედია თავისუფლებისადმი სრული პატივისცემისა, ჩვენთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედია საშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით. მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას, ამავე თემის უმნიშვნელობას ან მეორეხაროსხოვნებას ვერ მივაწერთ, რადგან მსგავსი საკითხები შვეიცარიაში ყოველთვის მედია-ფოკუსშია. უფრო მეტიც, შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით. მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

“გრინსერვის პლუსის” დირექტორის ადვოკატი: პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავეა

ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები - პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავეა, - ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკვშირებით. “დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს,მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო”,- განაცხადა ტარიელ კიკნაძემ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

დის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს", - ამის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატმა, ლალი ჩაველაშვილმა განაცხადა. პროკურატურამ დის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინა „არის ძალია შოკურ მდგომარეობაში, რაიმეს გადმოცემის არანაირი უნარი არ აქვს, მძიმე სტრესი აქვს მიღებული და ამ საკითხზე ვერ ლაპარაკობს, ვერაფერს ამბობს. საქმის მასალებს ვეცნობი და შემიძლია გითხრა, რომ ბრალს არ ეთანხმება, შესაბამისად, იყენებს დუმილის უფლებას“,- განაცხადა ადვოკატმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს - ადვოკატი

"სააკაშვილს ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. "დარწმუნებული ვარ, რასაც "ვივამედის" ექიმები აცხადებენ იმას გაიმეორებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. იტყვიან, რომ ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს. მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, მინდა თავშივე გავაფრთხილო",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე. მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, გადასაადგილებელი სავარძლით მივა

გავდაწყვიტა, რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება, გადასაადგილებელი სავარძლით, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწრება. „გავდაწყვიტა, რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება, ალბათ, გადასაადგილებელი სავარძლით. თუ ცუდად არ შეიქმნა, დაგეგმილია სასამართლოზე მოვიდეს. აპირებს, სასამართლოს ჩვენება მისცეს", - განაცხადა ადვოკატმა "ტვ პირველთან". საზღვრის უკანონო კვეთაზე სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

შალვა ხაჭაპურიძე: სასჯელისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სასამართლოს მივმართეთ

სასჯელისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ალტერნატივის, სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს მივმართეთ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „დასკვნა მომზადებული ცენტრ „ემპათიის“ მიერ, რომელშიც ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისია. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, პატიმარს დაუდგინდა მძიმე დიაგნოზები, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას და საფუძველს, რომ მიგვემართა სასამართლოსთვის სასჯელისგან გათავისუფლების და ალტერნატივის, სასჯელის გადავადების მოთხოვნით, რაც გაკეთდა კიდეც ამ დილით. ჩაბარდა დოკუმენტაცია თავისი მტკიცებულებებით. უახლოეს დღეებში, ვფიქრობ, სადღაც ერთი კვირის ინტერვალში ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და უკვე დაიწყება ჩვენი შუამდგომლობის განხილვა. წარმოუდგენელია ამ დასკვნის საფუძველზე სასამართლომ გვითხრას უარი. თავად დასკვნა მყარი მტკიცებულებაა, მაგრამ დასკვნასთან ერთად წარდგენილი არის დაცვის მხარის მიერ მოყვანილი უტყუარი მტკიცებულებები, ამის იგნორირება წარმოუდგენელია, ჩათვალეთ, სასიკვდილო განაჩენია. დიაგნოზებზე ვერ ვისაუბრებ, თავად პატიმარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონფიდენციალურია, თუმცა შემდგომში ალბათ შეცვლის ამ პოზიციას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება - ადვოკატი

სააკაშვილის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „გიორგი არევაძე გამოცდილი მოსამართლეა, მასთან ჩვენ არაერთ საქმეზე გვიმუშავია. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის სასჯელის გადავადება, გათავისუფლება არ მოხდება, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია. ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. სასამართლო მსვლელობაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება სერიოზული იურისტისგან ძალიან ძნელია. ეს დამოკიდებულია მხარეებზე, ვინ რას და როგორ დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. მოგეხსენებათ, ეს საქმე გვინდა არ გვინდა, დახუნძლულია პოლიტიკური შემადგენელით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ასე ცუდად ამდენი ხანია, არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია, ვერ დადის - ადვოკატი

ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოინახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა "პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ადვოკატი: ტელეწამყვან, ლაშა ნაკაიძეს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირზე არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია

"ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკაიძეს არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია", - ამის შესახებ გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის ადვოკატმა, ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა. „ექსპერტიზის დასკვნა ისეთია, რაც მაძლევს საფუძველს, შუამდგომლობა დავაყენო გაუპატიურების ნაწილში ძიების შეწყვეტაზე. პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და გეტყვით, რომ დაზარალებულს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დაზიანებები არ აქვს. ლაშა ნაკაიძე რასაკვირველია, ბრალს არ აღიარებს", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით, განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. „უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დარღვევა და მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნული დაბრკოლებები, რომ დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება. საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე. ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე. შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით. ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას. აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში: ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე. შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული. აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით. საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში. სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტრასტის ლიკვიდაცია ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გამონაკლისი კი არის მხოლოდ ორი შემთხვევა: (1) როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა ტრასტის მართვის ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით ან/და (2) როდესაც არის შეუთანხმებლობა ტრასტის ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან და აქტივების განაწილების წესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან მიმართებით (არსებობდა თანხმობა ტრასტის მიერ შემოთავაზებულ დაანგარიშების ფორმულასთან დაკავშირებით) და არც უთანხმოება ბენეფიაციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან მიმართებით. პირიქით, არსებობდა ბენეფიაციართა ერთობრილივი სურვილიც და მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა. როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას. ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გენზის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა. შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ. შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც. ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. და ბოლოს, გაცნობებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებთან მიმართებით“, - აცხადებს ადვოკატი.