თეგი: კუბა

ჰავანაში, სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა

კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 64 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. კუბის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. „სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქება უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა”, - აღნიშნეს კუბის პრეზიდენტის ოფისში. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.  

კუბაზე, პორტში აფეთქების შედეგად 77 ადამიანი დაშავდა

კუბაზე, პორტში მდებარე ნავთობბაზეზე მომხდარი აფეთქებისას, წინასწარი მონაცემებით 77 ადამიანი დაშავდა.  კუბის ხელისუფლბის წარმომადგენლების ინოფორმაციით, ხანძარი ნავთობბაზის საცავზე მეხის დაცემამ განაპირობა. შედეგად 77 ადამიანი დაშავდა, ხოლო 17 მეხანძრე უგზო-უკვლოდაა დაკარგული.   კუბაზე, პორტში არსებული 8 რეზერვუარიდან 4 აფეთქდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.    

კუბაზე, რეფერენუმით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

კუბაზე ახალი საოჯახო კოდექსის რეფერენდუმი გაიმართა, რის შედეგადაც ქვეყნის მოქალაქეების თითქმის 67%-მა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. ამის შესახებ ABC News იტყობინება. 100-გვერდიანი დოკუმენტი მიზნად ისახავს შეცვალოს საოჯახო კოდექსი, რომელიც ქვეყანაში 1975 წლიდან მოქმედებს. ახალი კოდექსს შემოაქვს ქორწინების განმარტება, როგორც „ორი ადამიანის“ გაერთიანება. გარდა ამისა, დოკუმენტი ჰომოსექსუალ წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის საშუალებას აძლევს და სრულიად აკანონებს სუროგატ დედობას, თუ მას უსასყიდლოდ მიმართავენ. კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა ახალ კოდექსს „სამართლიანი, აუცილებელი, განახლებული და თანამედროვე კანონი“ უწოდა, „რომელიც უფლებებსა და გარანტიებს ყველას აძლევს“. „სიყვარული ახლა კანონია“, - თქვა კუბის პრეზიდენტმა. ახალი საოჯახო კოდექსი რეფერენდუმამდე, გადასინჯვის მიზნით ავტორებს 25-ჯერ დაუბრუნდათ. მისი დებულებების მიხედვით ჩატარდა 80 ათასამდე საქალაქო კრება, განხილვისას 300 ათასამდე წინადადება იყო გათვალისწინებული.  

ირანმა და კუბამ პირდაპირი საზღვაო გადაზიდვები დაიწყეს

ირანმა და კუბამ ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად, პირდაპირი საზღვაო ხაზი გახსნეს.  ამის შესახებ დღეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში მეჰდი საფარიმ განაცხადა.  „ბოლო წლებში ირანსა და კუბას კარგი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ჩვენს ქვეყანას მიეცა საშუალება ეთანამშრომლა კუბასთან სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში", - თქვა საფარიმ. ამასთან, მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ერთ-ერთი პრობლემა იყო საზღვაო ხაზის არარსებობა. „საბედნიეროდ, ეს უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში მოეწყო", - განაგრძო მინისტრის მოადგილემ. „საზღვაო ხაზის გაჩენის წყალობით, ირანსა და კუბას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება“, - აღნიშნა მეჰდი საფარიმ.   

WSJ: ჩინეთი კუბაზე ჯაშუშების ბაზას შექმნის

ამერიკული მედიის თანახმად, ჩინეთმა კუბასთან საიდუმლო შეთანხმებას მიაღწია და ფლორიდადან დაახლოებით 100 მილის (160 კმ) დაშორებით, კუნძულზე ელექტრონული მოსმენის ობიექტის განთავსებას გეგმავს. იტყობინება Wall Street Journal-ი, თუმცა აშშ-ისა და კუბის მთავრობებმა ამ ცნობების ავთენტურობაში ეჭვი შეიტანეს.  როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ჩინეთთან, რომ გადაუხადონ კუბას „რამდენიმე მილიარდი დოლარი“, რომ ადგილზე სადგურის განთავსება დაუშვას. „ჩვენ გავეცანით ამ ცნობებს და ეს არ არის ზუსტი", - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ და მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს "რეალური შეშფოთება" ჩინეთის კუბასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით და ყურადღებით აკვირდება მას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა კი, შემდეგი განაცხადა: „ჩვენ არ ვიცით ჩინეთისა და კუბის ახალი ტიპის ჯაშუშური სადგურის შემუშავების შესახებ“. კუბის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა კარლოს ფერნანდეს დე კოსიომ უარყო ხსენებული ინფორმაცია და მას „სრულიად მცდარი, უსაფუძვლო და აშშ-ის ფაბრიკაცია უწოდა, რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს გაამართლოს ვაშინგტონის ათწლეულის განმავლობაში არსებული ეკონომიკური ემბარგო კუნძულზე. მანვე გაუსვა ხაზი, რომ კუბა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში უცხო ქვეყნების სამხედრო ყოფნას უარყოფს. „ჩვენ არ ვიცით საქმის შესახებ და შედეგად, ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა თავის მხრივ ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა.  

აშშ ადასტურებს, რომ ჩინეთი კუბაზე სადაზვერვო ბაზას ინარჩუნებს - მედია

აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს, რომ ჩინეთი კუბაზე ჯაშუშთა ბაზას ინარჩუნებს. თავდაპირველად, თეთრმა სახლმა მსგავსი ცნობები უარყო. ამის შესახებ DW წერს. WSJ: ჩინეთი კუბაზე ჯაშუშების ბაზას შექმნის მედიის ცნობით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ  ჩინეთმა კუბაზე სადაზვერვო ობიექტები 2019 წელს განაახლა. საინფორმაციო სააგენტოებთან ანონიმურობის პირობით საუბრისას, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სათვალთვალო ოპერაციები პეკინის გლობალური ძალისხმევის ნაწილია, გააძლიეროს დაზვერვის შესაძლებლობები. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კუბაზე ახალი ჯაშუშური ობიექტების განთავსების მცდელობის შესახებ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. ამერიკული მედიის თანახმად, ჩინეთმა კუბასთან საიდუმლო შეთანხმებას მიაღწია და ფლორიდადან დაახლოებით 100 მილის (160 კმ) დაშორებით, კუნძულზე ელექტრონული მოსმენის ობიექტის განთავსებას გეგმავს. იტყობინება Wall Street Journal-ი, თუმცა აშშ-ისა და კუბის მთავრობებმა ამ ცნობების ავთენტურობაში ეჭვი შეიტანეს.  „ჩვენ არ ვიცით ჩინეთისა და კუბის მიერ ახალი ტიპის ჯაშუშური სადგურის შემუშავების შესახებ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ამ ადმინისტრაციის პირველივე დღიდან შეშფოთებულები ვართ ჩინეთის მოქმედებით მთელ მსოფლიოში; რა თქმა უნდა, ამ ნახევარსფეროში და ამ რეგიონში, ჩვენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, - აცხადებდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი პატრიკ რაიდერი. კომენტარის მოთხოვნისას, ჩინეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ის დედაქალაქში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითა, რომლის თანახმად, პეკინმა ვაშინგტონი ჭორების გავრცელებასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა. ამერიკელი ოფიციალური პირი კი ანონიმურობის პირობით ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის შესაძლო ჯაშუშური მისიების თავიდან ასაცილებლად ძალისხმევა გაზარდა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ დიპლომატიის და სხვა ქმედებების გზით, გარკვეულ პროგრესს მიაღწია.  

მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის მეწყრის დროს დაღუპულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების გამო - კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრუნო როდრიგესი შოვის სტიქიის მსხვერპლთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს," - წერს ბრუნო როდრიგესი Twitter-ზე. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ბოლო ცნობით, დაღუპულია 17 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებადი