მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის მეწყრის დროს დაღუპულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების გამო - კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრუნო როდრიგესი შოვის სტიქიის მსხვერპლთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს," - წერს ბრუნო როდრიგესი Twitter-ზე.


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ბოლო ცნობით, დაღუპულია 17 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.