კუბაზე, პორტში აფეთქების შედეგად 77 ადამიანი დაშავდა

კუბაზე, პორტში მდებარე ნავთობბაზეზე მომხდარი აფეთქებისას, წინასწარი მონაცემებით 77 ადამიანი დაშავდა

კუბის ხელისუფლბის წარმომადგენლების ინოფორმაციით, ხანძარი ნავთობბაზის საცავზე მეხის დაცემამ განაპირობა. შედეგად 77 ადამიანი დაშავდა, ხოლო 17 მეხანძრე უგზო-უკვლოდაა დაკარგული.  

კუბაზე, პორტში არსებული 8 რეზერვუარიდან 4 აფეთქდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.