ირანმა და კუბამ ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად, პირდაპირი საზღვაო ხაზი გახსნეს.
ამის შესახებ დღეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში მეჰდი საფარიმ განაცხადა.
„ბოლო წლებში ირანსა და კუბას კარგი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ჩვენს ქვეყანას მიეცა საშუალება ეთანამშრომლა კუბასთან სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში", - თქვა საფარიმ.
ამასთან, მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ერთ-ერთი პრობლემა იყო საზღვაო ხაზის არარსებობა.
„საბედნიეროდ, ეს უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში მოეწყო", - განაგრძო მინისტრის მოადგილემ.
„საზღვაო ხაზის გაჩენის წყალობით, ირანსა და კუბას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება“, - აღნიშნა მეჰდი საფარიმ.