რუსეთის ქალაქ კურსკში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაუქმდა. გადაწყვეტილებას ოფიციალურად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზით ხსნიან. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა.
9 მაისისთვის დანიშნული სამხედრო აღლუმი გასულ კვირას ბრიანსკის რეგიონშიც გაუქმდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ცენტრში დიდი რაოდენობით აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის კონცენტრაციით, მტრის პროვოცირება არ სურდა.