ლონდონში დააკავეს კაცი, რომელმაც 14 იანვარს ქალაქის ცენტრში სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნა და ექვსი ადამიანი დაჭრა, მათ შორის შვიდი წლის გოგონა.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი 22 წლის კაცია. მისი მანქანა კრიკლვუდის შესახვევში კვირას, 15 იანვარს, საღამოს 4:00 საათზე გააჩერეს. ის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 14 იანვარს, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა ლონდონის ცენტრში მდებარე ეუსტონის სადგურზე. სროლის შედეგად დაშავდა ოთხი ქალი და ორი 12-ისა და 7 წლის გოგო.